ჰიუნდაი საქართველოს 14-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა

ჰიუნდაი საქართველოს 14-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა

დღეს საქართველო 14-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური სერიის მეორე მატჩი გაიმართა. “ჰიუნდაი 2” -ისა და “ზაზას აკადემიის” დაპირისპირება ჰიუნდაელთა გამარჯვებით – 88:77 დასრულდა.

ჰიუნდაელებმა დამაჯერებლად ითამაშეს და მეტოქე მესამე პერიოდში გატეხეს. პირველი მეოთხედის შემდეგ აკადემიელები. 23:19 იგებდნენ, ხოლო დიდი შესვენებისთვის კვლავ “ზაზა” იგებდა – 46:43. მესამე პერიოდში ჰიუნდაელებმა თამაშზე სრული კონტროლი დაამყარეს და ათწუთწულის 26:5 მოგებით მეტოქე საბოოოდ გატეხეს.  გამარჯვებაში ლომის წილი ნიკა ბოსტოღანაშვილმა დაიდო, რომელმაც 37 ქულა მოაგროვა.

ფინალური სერიის მესამი მატჩი 29 ივნისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

ჰიუნდაი – ზაზა 77:88
ჰიუნდაი 2: ბოსტოღანაშვილი 37 ქ, გოგიშვილი 21 ქ
ზაზა: ძინძიბაძე 28 ქ, ალავძე 14 ქ