ჰიუნდაიმ დინამოს 1 ქულით აჯობა (და სხვა მატჩები)

ჰიუნდაიმ დინამოს 1 ქულით აჯობა (და სხვა მატჩები)

25 მაისს, საკალათბურთო აკადემიის დარბაზმა 13-წლამდელთა ჩემპიონატის 4 მატჩს უმასპინძლა, რომელთაგან ძალიან საინტერესო გამოდგა „დინამოსა“ და „ჰიუნდაის“ დაპირისპირება.

მატჩის ბედი ბოლო წამებზე გაირკვა. ირაკლი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა „ჰიუნდაიმ“ მეტოქე 1 ქულის სხვაობით – 53:52 დაამარცხა.
დანარჩენ შეხვედრებში  მოსალოდნელი შედეგები დაფიქსირდა. ჩემპიონატის ერთადერთმა დაუმარცხებელმა გუნდმა – „აკადემია 1“-მა „ბათუმი ზედმეტი გართულებების გარეშე – 72:51 დაამარცხა. „რუსთავმა“ „კარდინალები 2“-ს 50 ქულის სხვაობით სძლია, ხოლო „მართვემ“ ჩემპიონატში მეორე გამარჯვება „აკადემია 2“-თან იზეიმა.
დამოუკიდებლობის დღეს, სუპერლიგის ფინალური მატჩის წინ, თბილისის სპორტის სასახლეში „აკადემია 1“-მა თსსუს შანსი არ დაუტოვა და 80:52 მოუგო, რითაც რეგულარულ ჩემპიონატში ლიდერობა გაიმყარა.

გაგაცნობთ გამართული შეხვედრების შედეგებს და გამორჩეულ მოთამაშეების მონაგარს:
25 მაისი. საკალათბურთო აკადემია
კარდინალები 2 – რუსთავი       33:83
9:21, 10:25, 6:22, 8;15
კარდინალები: ნ. ნიკოლაიშვილი (12), გ. გორგაძე (7)
რუსთავი: დ. ფუტკარაძე (16), მ. გავაშელიშვილი (14), გ. ტაბაღუა (12), კინწურაშვილი (10)

მართვე – აკადემია 2                 64:51
10:12, 20:8, 19:19, 15:12
მართვე: ნ. ნადარეიშვილი (25), შ. გორგოძე (16), გ. მიქელაძე (13)
აკადემია: რ. ანდრონიკაშვილი (18), ნ. კაზანჯიანი (13)

დინამო – ჰიუნდაი          52:53
11:8, 15:18, 17:16, 9:11
დინამო: ი. ისრაელიანი (20), ც. ცარციძე (16), ი. სულხანიშვილი (11)
ჰიუნდაი: ნ. აბაშიძე (23), ლ. წენგუაშვილი (12), ბ. ფეიქრიშვილი (8)

აკადემია 1 – აჭარის ნაკრები               72:51
23:7, 11;6, 22:19, 16:19
აკადემია: გ. კვაჭანტირაძე (15), ს. გეგუჩაძე (14), კ. ჟღენტი (10)
აჭარა: ლ. კუპრეიშვილი (25), ე. ფარსენაძე (14)

26 მაისი. სპორტის სასახლე
აკადემია 1 – თსსუ 80:52
26:16, 17:10, 19:14, 18:12
აკადემია: ლ. მაზიაშვილი (17), გ. კვაჭანტირაძე (16), ო. პერტაია (14). ს გეგუჩაძე (11)
თსსუ: ს. მდივანი (18), ზ. ალადასვილი (8), დ. ავალიანი (8)