საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

“ჰიუნდიამ” და “ზაზამ” ბალტიის ლიგა გამარჯვებით დაიწყეს. “იბერი” ხვალ იწყებს

“ჰიუნდიამ” და “ზაზამ” ბალტიის ლიგა გამარჯვებით დაიწყეს. “იბერი” ხვალ იწყებს

წარმატებით დაიწყეს ბალტიის ლიგის გათამაშება ქართულმა გუნდებმა. მოგეხსენებათ, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელშეწყობით ლატვიაში, ბალტიის ლიგის 13-წლამდელთა ჩემპიონატში საასპარეზოდ 2 გუნდი – “ზაზას აკადემია” და “თბილისი ბასკეტ იბერი” გაემგზავრა, ხოლო ამავე ტურნირში საკუთარი სახსრებით მონაწილეობს ბალტიის ლიგის შარშანდელი გამარჯვებული – თბილისის ჰიუნდაი”. 

ბალტიის ლიგის 13-წლიანთა ჩემპიონატში მთლიანობაში 33 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 2 ჯგუფშია განაწილებული. რეგულარულ ჩემპიონატში იმართება 3 წრე – ოქტომბერში, იანვარსა და მარტში. თითო წრეში თითო გუნდი 5 მატჩს თამაშობს. მიმდინარე, 2018-2019 წლების სეზონში 2 წრე უკვე გაიმართა, რომლის განმავლობაშიც ქართულმა კლუბებმა თანაბარი შედეგები დააფიქსირეს. “ზაზამაც”, “ბასკეტ იბერმაც” და “ჰიუნდაიმაც” 10 შეხვედრიდან 8 მოიგეს.

დღეს დაიწყო მესამე წრე და 3 ქართული კლუბიდან ორმა ითამაშა. “ჰიუნდაიმ” ძალიან დაძაბულ მატჩში, დამატებით დროში დაამარცხა რუსული “ადმირლსკაია”. მატჩის ძირითადმა დრო გამარჯვებული ვერ გამოავლინა – 46:46. დამატებით დროში ჰიუნდაელებმა მეტოქე მშრალად – 4:0 დაამარცხეს და საბოლოოდ 50:46 გაიმარჯვეს.

ჰიუნდაელებს 22 ქულითა და 9 მოხსნით ლუკა ისაკაძემ ულიდერა. 12 ქულა დააგროვა იოსებ გუგუციძემ. (სრული სტატისტიკა: 50:46).

ზაზას აკადემიის გუნდის მეტოქეც რუსული კლუბი – სანკტ პეტერბურგი გახლდათ, რომელსაც ქართველებმა 55:49 სძლიეს. “ზაზაში” 9 ქულით ლუკა კოტლიარევსი გამოირჩა. (სრული სტატისტიკა: 55:49).

“თბილისი ბასკეტ იბერის” დღეს არ უთამაშია. ბალტიის ლიგის 13-წლამდელთა ჩემპიონატის მე-3 წრე 17 მარტამდე გაგრძელდება. საუკეთესოთა შორის მოხვედრის შემთხვევაში, რისი ალბთობაც ძალიან დიდია, ქართული გუნდები პლეი ოფში გავლენ და ჩემპიონობისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.