ჰოლანდიისა და საქართველოს მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი განახორციელებს

საქართველოს გასვლით მატჩს ჰოლანდიაში საქართველოს მოსახლეობა პირდაპირ ეთერში ნახავს. წარმოებული მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემდეგ გადაწყდა, რომ ჰოლანდიისა და საქართველოს ნაკრების დაპირისპირებას ტელევიზია გადაიღებს, ხოლო მატჩის რეპორტაჟის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს.
მაშ ასე, საქართველოსა და ჰოლანდიის მატჩის ყურება საქართველოს მოსახლეობას ხვალ, 27 აგვისტოს, პირველი არხის პირდაპირ ეთერში, 21 საათსა და 30 წუთიდან შეეძლება.