ჰოქსი ნიუ ჯერსისთან დამარცხდა

რეგულარულის მორიგ შეხვედრაში “ჰოქსი” გასვლაზე 117:125 “ნიუ ჯერსისთან” დამარცხდა, სტუმართა ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ კი მიმდინარე სეზონში თავისი ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა.

ფაჩულია კვლავ სათადარიგოებში იყო და 13 წუთში 11 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა, აქედან ხუთჯერ შეტევაში მოხსნა ბურთი. მან თამაშიდან 7-ში 4 სროლა გამოიყენა და 5 საჯარიმოს შესრულებისას მხოლოდ ორჯერ ვერ ივარგა.
“ჰოქსში” 24 ქულით ყველაზე შედეგიანი ჯო ჯონსონი იყო, ხოლო “ნიუ ჯერსის” ლიდერმა ვინს კარტერმა კი მატჩი 39 ქულით დაასრულა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
მატჩის ქრონომეტრაჟულ მსვლელობას აქ იხილავთ.
ატლანტა: 68 მატჩი, 29:39, III ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთში, IX ადგილი აღმოსავლეთის კონფერენციაში.
ზაზა ფაჩულია: 48 მატჩი (5 სატარტოში), 4.9 ქულა, 4.0 მოხსნა, 0.5 შედეგიანი გადაცემა.
მომდევნო მატჩი: 22 მარტი (საკუთარ მოედანზე, “ორლანდო”).