ჰოქსი საკუთარ მოედანზე დეტროიტთან აგებს

“ატლანტა ჰოქსმა” აღმოსავლეთის ერთ-ერთ ლიდერს, “დეტროიტს” მაქსიმუმი დაუპირისპირა, თუმცა ბოლო მეოთხედის წინ მოპოვებული უპირატესობა ვეღარ შეინარჩუნა და დამარცხდა 90:94.
საქართველოს ნაკრების წევრის, ზაზა ფაჩულიას ანგარიშზე 2 ქულა, 2 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა იყო, ხოლო ჯორჯილეთა ძირითადი ცენტრის, ახალბედა ელ ჰორფორდის მონაგარი კი 11 ქულა და ორივე გუნდში ყველაზე მეტი, 16 მოხსნა იყო.

ატლანტა: 48 მატჩი, 21:27, III ადგილი სამხრეთ-ათმოსავლეთში, VIII ადგილი აღმოსავლეთის კონფერენციაში.
მომდევნო მატჩი: 13 თებერვალი (სტუმრად, შარლოტში).
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
მატჩის ქრონომეტრაჟულ მსვლელობას აქ იხილავთ.