ჰოქსი ზედიზედ მეშვიდედ აგებს

ჰოქსი ზედიზედ მეშვიდედ აგებს

ზაზა ფაჩულიამ და მისმა “ჰოქსმა” ზედიზედ მეშვიდე შეხვედრა წააგეს. ამჯერად ჯორჯიელები ისტ-რუზერფორდში ჯეისონ კიდისა და ვინს კარტერის “ნიუ ჯერსისთან” 86:101 დამარცხდნენ. ფაჩულიამ პირადი სტატისტიკა წინა მატჩთან შედარებით კი გააუმჯობესა, მაგრამ ზაზას თამაშში მაინც ბევრია წუნი, რაც შეცდომებსა და დაცვაში ნაჩქარევ გადაწყვეტილებებში აისახება. ფაჩულიამ თამაშიდან სროლების 50 პროცენტი (14-ში 7) კი გამოიყენა, მაგრამ ოპონენტის რიგებში მძიმე ფორვარდებად და ცენტრებად არავინაა ისეთი (ჯეისონ კოლინზი, მიკი მური, ბებერი კლიფორდ რობინსონი), ვის წინააღმდეგაც ჩვენმა თანანმემამულემ უფრო სოლიდური მონაგრის მოპოვება ვერ უნდა მოახერხოს.
ნიუ ჯერსი-ატლანტა 101:8627:22, 25:17, 26:21, 23:26ნიუ ჯერსი: ვ. კარტერი (36 წთ. 24 ქ. 8 პ. 4 მ. 1 დ), მ. მური (31 წთ. 14 ქ. 9 მ. 2 დ. 1 პ), კიდი (27 წთ. 9 ქ. 10 პ. 6 მ. 2 ჩ), რ. ჯეფერსონი (31 წთ. 9 ქ. 1 მ. 1 პ), ჯეისონ კოლინზი (12 წთ. უქულოდ, 3 მ. 1 დ) – ნახბარი (31 წთ. 26 ქ. 2 მ. 2 პ. 1 დ), ბუნი (24 წთ. 13 ქ. 8 მ. 1 ჩ), მარკუს უილიამსი (24 წთ. 4 ქ. 7 მ. 6 პ. 1 ჩ), ა. რაიტი (14 წთ. 2 ქ. 1 მ), კ. რობინსონი (18 წთ. უქულოდ, 2 მ. 1 დ), ჰ. ადამსი.ატლანტა: ზაზა ფაჩულია (31 წუთი, 18 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი, 3 ჩაჭრა, 1 დაფარება, 5 შეცდომა, 4 ფოლი), ჯოშ სმიტი (39 წთ. 15 ქ. 8 მ. 3 დ. 2 პ. 1 ჩ), მერვინ უილიამსი (40 წთ. 7 ქ. 6 მ. 1 პ. 1 დ), ს. ჯოუნსი (15 წთ. 3 ქ. 4 მ. 1 დ), ე. ჯონსონი (13 წთ. 2 ქ. 2 მ. 2 პ. 1 ჩ) – ს. სტაუდმაიერი (28 წთ. 19 ქ. 2 მ. 2 პ. 1 ჩ), შელდენ უილიამსი (31 წთ. 9 ქ. 14 მ. 2 პ. 2 ჩ), ლიუ (33 წთ. 7 ქ. 5 პ. 3 მ. 2 ჩ), ლ. რაიტი (5 წთ. 4 ქ. 2 მ), აივი (1 წთ. 2 ქ).
ატლანტა ჰოქსი: 75 მატჩი, 27 მოგება, 48 წაგება, ბოლო ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთის დივიზიონში, XIII ადგილი აღმოსავლეთის კონფერენციაში.მომდევნო მატჩი: ატლანტა-მილუოკი (6 აპრილი).