ჰოქსმა ნიუ იორკი დაამარცხა

რეგულარულის მორიგ შეხვედრაში, ზაზა ფაჩულიამ და “ატლანტა ჰოქსმა” საკუთარ მოედანზე ”ნიუ იორკ ნიქსი” 99:93 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრების ცენტრმა აღნიშნულ მატჩში მოედანზე 12 წუთი დაჰყო, ქულა ვერ დააგროვა და მატჩი 2 მოხსნითა და 3 პერსონალური შენიშვნით დაასრულა. ზაზამ თამაშიდან ერთადერთი სროლა გააფუჭა. მისმა კონკურენტმა, ელ ჰორფორდმა კი მატჩი 20 ქულითა და 11 მოხსნით დაასრულა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
მატჩის ქრონომეტრაჟულ მსვლელობას აქ იხილავთ.
ატლანტა: 56 შეხვედრა, 24:32, III ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთში, IX ადგილი აღმოსავლეთის კონფერენციაში.
ზაზა ფაჩულია: 37 მატჩი (5 სასტარტოში), 4.8 ქულა, 3.8 მოხსნა, 0.5 შედეგიანი გადაცემა.
მომდევნო მატჩი: 2 მარტი (სტუმრად, “ბოსტონი”).