ჰორფორდი დაშავდა: ზაზა ფაჩულიამ “ინდიანასთან” 30 წუთს ითამაშა

ჰორფორდი დაშავდა: ზაზა ფაჩულიამ “ინდიანასთან” 30 წუთს ითამაშა

„ქართული“  ინფორმაცია ამერიკიდან: ალ ჰორფორდის ტრავმა, რომელიც ზაზა ფაჩულიას შანსია. „ატლანტა ჰოუქსის“ ძირითადმა ცენტრმა „ინდიანაში“ 84:96 წაგებული მატჩის პირველი მეოთხედის შუაწელში ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა. შესაბამისად, მისმა შემცვლელმა ზაზა ფაჩულიამ მიმდინარე სეზონში სარეკორდოდ ბევრი – 30 წუთი ითამაშა. ჰორფორდმა მოხსნისთვის ბრძოლაში მხარი დაიზიანა და სანამ მწყობრში ჩადგება, ატლანტელთა ხუთეულში ფაჩულია ითამაშებს.
 

ზაზა ფაჩულია და როი ჰიბერტი
 
რაც შეეხება „ინდიანასთან“ მატჩს, ქართველმა ცენტრმა საკმაოდ კარგად ითამაშა. ფაჩულიამ 6–დან 3 ორქულიანი და 8–დან 5 საჯარიმო ჩააგდო. შესაბამისად 11 ქულა დააგროვა, რასაც 7 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაყოლა. სანამ ჰორფორდი მოედანზე იყო, ანუ 6 წუთში, 5 ქულის მოგროვება მოასწრო. საუკეთესო კი ატლანტელთაგან ჯოშ სმიტი გახდა, რომელმაც 16 ქულა და ფაჩულიას დარად 7 მოხსნა მოაგროვა.
 
„ატლანტას“ 7 გამრჯვების წინ მეოთხე წაგება დაუგროვდა და აღმოსავლეთის ცხრილში მე–6 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს ატლანტელები ხვალ გამთენიისას „შარლოტთან“ გამართავენ.