იგორ კოკოშკოვი ეროვნულ ნაკრებს კიდევ 2 წლით უხელმძღვანელებს

იგორ კოკოშკოვი ეროვნულ ნაკრებს კიდევ 2 წლით უხელმძღვანელებს

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კიდევ 2 წელი იგორ კოკოშკოვი გაწვრთნის. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა და სერბი სპეციალისტი ურთიერთთანამშრომლობის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილი ნაკრების ევრობასკეტზე გამოსვლა დადებითად შეფასდა და ფედერაციის ხელმძღვანელობამ კოკოშკოვთან ურთიერთობის გახანგრძლივება გადაწყვიტა. სერბი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს ევროპის მომავალი ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში უხელმძღვანელებს, რომელიც 2012 წლის აგვისტო–სექტემბერში გაიმართება. წარმატების შემთხვევაში საქართველო სლოვენიაში 2013 წელს გასამართ ევროპირველობაზე მოხვდება. კალათბურთის ფედერაციაში უკვე მიმდინარეობს მუშაობა ეროვნული ნაკრების მოსამზადებელ ციკლთან დაკავშირებით, რომელიც უშუალოდ იგორ კოკოშკოვის რეკომენდაციების გათვალისწინებით დაიგეგმება.