იგორ კოკოშკოვი ფინიქს სანზში იმუშავებს

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, სერბი იგორ კოკოშკოვი კარიერას ლიგის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბში “ფინიქს სანზში” გააგრძელებს.

კოკოშკოვი, რომელიც მანამდე “დეტროიტ პისტონზის” მთავარი მწვრთნელის თანაშემწე იყო, გუნდში სრულიად ახალ სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა. მის გარდა, არიზონელთა ახალ მთავარ მწვრთნელს, ტერი პორტერს დაეხმარებიან დენ მარლი, ვეტერანი მწვრთნელი ელვინ ჯენტრი და ბილ კარტრაიტი.
“ფინიქსის” საკალათბურთო ოპერაციების პრეზიდენტი, ლიგის მრავალგზის ჩემპიონი სტივ კერი ასე ახასიათებს კოკოშკოვს: “კოკოშკოვს ჩვენს გუნდში ჩვენს ლიგასა დად ა ევროპაში გამორჩეულ მოთამაშეებთან მუშაობის გამოცდიება მოაქვს და ის ფაქტორიც გასათვალისწენებელია, რომ კოკოშკოვს თავის დროზე ელვინ ჯენტრისთან ერთადაც აქვს ნამუშევარი”.
იგორ კოკოშკოვსა და ელვინ ჯენტრის ერთად “ლოს ანჯელეს კლიპერსში” უმუშავიათ, სადაც საქართველოს ნაკრების დღევანდელი თავკაცი ჯენტრის მთავარი მწვრთნელობისას ამ სპეციალისტის ასისტენტი გახლდათ. კოკოშკოვი შეიქმნა პირველი არამერიკელი, რომელიც პროფესიული ლიგის სამწვრთნელო სტაბში შეიყვანეს.
“ფინიქსს” ლიგის ისტორიაში მოგება-წაგების მეოთხე საუკეთესო პროცენტული მაჩვენებელი აქვს (558, 1814:1434).