იგორ კოკოშკოვის გუნდს 2009 წლის კალენდარი დაუდგინეს

ევროპული კალათბურთის მმართველმა ორგანიზაცია ფიბა–ევროპამ 2009 წლის კალენდარი გამოაქვეყნა, რითაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მომავალი მატჩების თარიღები გაირკვა. ახალი კალენდარი წლევანდელისგან იმითაა განსხვავებული, რომ ჯგუფური მატჩები სექტემბრის ნაცვლად აგვისტოში გაიმართება.
მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა ამ თვეში ყველა შეხვედრა სტუმრად ჩაატარა და ამის მიზეზი ჩვენს ქვეყანაში შექმნილი დაძაბული პოლიტიკური ვითარება იყო. უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ფიბა–ევროპამ თბილისში გასამართი მატჩები მეტოქეთა ქვეყნებში, შესაბამისად ლუქსემბურგსა და სლოვაკეთში გადაიტანა, რითაც იმთავითვე გაირკვა, რომ 2009 წელს იგორ კოკოშკოვის გუნდი მეორე წრის ოთხივე თამაშს შინ გამართავდა.
ამ დღეებში კი ახალი კალენდარიც დადგინდა და ჩვენ, ცხადია, უპირველესად, საქართველოს ნაკრების მატჩების თარიღები გვაინტერესებს:
2009 წლის სანაკრებო მატჩების განრიგი
15 აგვისტო
საქართველო – ლუქსემბურგი
19 აგვისტო
საქართველო – ირლანდია
22 აგვისტო
საქართველო – სლოვაკეთი
26 აგვისტო
საქართველო – შვედეთი
თუკი ჩვენი ნაკრები წატმატებით დაძლევს ჯგუფურ ეტაპს, პლეი ოფში კიდევ 2 მატჩი ელის – 5 და 9 სექტემბერს. რომელ დღეს ვითამაშებთ შინ და რომელ დღეს სტუმრად, ეს სატურნირო წარმატებაზეა დამოკიდებული. თუ ქართველებს საპლეიოფო მეტოქესთან მოენდის უპირატესობა ექნებათ, 5–ში სტუმრად, ხოლო 9 სექტემბერს შინ ითამაშებენ, არადა, ყველაფერი ფირიქით მოხდება.