იგორ კოკოშკოვის სამწვრთნელო – ონლაინ კლინიკა

იგორ კოკოშკოვის სამწვრთნელო – ონლაინ კლინიკა

Jr. NBA-ის პირველი სამწვრთნელო – ონლაინ ლაივ კლინიკის შემდეგ, რომელსაც ბრაიან გეითსი გაუძღვა, Jr. NBA-ს გუნდი დაინტერესებულ პირებს 30 აგვისტოს მეორე სესიაზე იწვევს. ამჯერად კლინიკას საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი – იგორ კოკოშკოვი გაუძღვება. იგი თავის კარიერულ გზასა და შეტევის საკუთარ ფილოსოფიაზე ისაუბრებს.

Jr. NBA სამწვრთნელო – ონლაინ კლინიკა არის უფასო საერთაშორისო პროგრამა. სესიებზე მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ OWQLO აპლიკაციაზე დარეგისტრირებაა საჭირო. აღნიშნული აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Apple-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის.

რეგისტრაციის გასავლელად გადმოტვირთეთ აპლიკაცია OWQLO და მიჰყევით ინსტრუქციას: 

Apple – https://apps.apple.com/us/app/owqlo/id1441823663

Android – https://play.google.com/store/apps/details?id=com.owqlo.app&hl=en_GB