ილიას ზუროსმა მომავალი მატჩებისთვის 13 კალათბურთელი შეარჩია (ფოტო+ვიდეო)

ილიას ზუროსმა მომავალი მატჩებისთვის 13 კალათბურთელი შეარჩია (ფოტო+ვიდეო)

26 ნოემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები უკრაინას უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა უკრაინასა და ესპანეთთან მატჩებისთვის 13 კალათბურთელი დაასახელა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიშის დასკვნითი ნაწილი ჟურნალისტებისთვის ღია იყო. გთავაზობთ ვარჯიშის ფოტო და ვიდეო მასალებს, ასევე იმ 13 მოთამაშის სიას, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტუირნირის მომავალი მატჩებში მიიღებენ მონაწილეობას.