ინდიანამ ჰიუსტონში იმარჯვა, ბითაძემ 11 წუთში 4 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა

ინდიანამ ჰიუსტონში იმარჯვა, ბითაძემ 11 წუთში 4 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა

გოგა ბითაძის “ინდიანა” წაგებების სერიიდან გამარჯვებებზე გადაერთო. ინდიანელებმა ბოლო 5 მატჩიდან 4 მოიგო. აქედან ბოლო გამარჯვება ჰიუსტონში, ადგილობრივ “როკეტსთან” მოიპოვა – 132:124.

საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ცენტრი თამაშში ტრადიციულად სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 11 წუთში 4 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ბითაძემ 2-დან 1 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო. 

საინტერესოა, რომ გოგას მოედანზე ყოფნის პერიოდში პეისერსმა როკეტსზე 13 ქულით მეტი ჩააგდო და ეს, ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. ისიც უნდა ვთქვათ, რომ სასტარტო ხუთეულის წევრთაგან დადებითი +/- მაჩვენებელი მხოლოდ მალკოლმ ბროგდონს ჰქონდა, რომელსაც სამმაგ დუბლამდე სულ ცოტა დააკლა – 23 ქულა, 14 მოხსნა, 9 პასი.

პეისერსმა 26 მოგება და 28 მარცხი მოაგროვა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება. ახლა, ბითაძის კლუბს 2 ადრეული საგარეო მატჩი ელის. 16 აპრილს თბილისის დროით 23:00 საათიდან ინდიანა იუტა ჯაზს ეთამაშება, ხოლო 18-ში, 21:00 საათზე ატლანტა ჰოუქსისა და პეისერსის დაპირისპირებაა დანიშნული.