ინტერვიუ ბექა წივწივაძესთან

ვეცდებით, უმაღლესში დივიზიონში დავრჩეთ
ბექა წივწივაძე
დაიბადა: 1989 წლის 6 იანვარსსიმაღლე: 190 სმ.წონა: 82 კგ.პირველი მწვრთნელი: ნიკო ჩერქეზიშვილიგუნდები: სტუ (2004-05), დინამო (2005-06), არვიდას საბონისის აკადემია (2006-07), ატლეტასი (2007), ვითა (2007-08).კერპი: შარუნას იასიკიავიჩუსი.ჰობი: მუსიკა, ცურვა, ფეხბურთი.
ახალი  გენერაციის გამთამაშებლებიდან ბექა წივწივაძე ერთ-ერთისაუკეთესოა. ნიჭიერი უკანახაზელი სათამაშო კლასის ლიტვაში ამაღლებისა და თავის ასაკობრივ გუნდში ადგილის დამკვიდრებას პარალელურად ახერხებდა, ბოლო სეზონში კი უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებული “ვითას” ერთ-ერთ წამყვან ფიგურედ იქცა და რომ არა რამდენიმე ტრავმა, იქნებ სეზონის ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშედაც ქცეულიყო.
ბექა წივწივაძე დავით უსტიაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ემზადება და თავის თანაგუნდელებთან ერთად უმაღლეს დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებს. აღნიშნულ ინტერვიუში წივწივაძე განვლილ სეზონსა და ახალგაზრდულ ნაკრებზე საუბრობს.
– მოდი, პირველ რიგში, წინა სეზონი გაიხსენე.- მთლიანობაში, კარგი, წარმატებული სეზონი ნამდვილად არ ყოფილა. უამრავი ტრავმა, ამის შემდეგ ფორმის ფორსირებული აღდგენა და არცთუ კარგი სეზონი მთლიანად “ვითასთვის”, რადგან ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ იმ შემადგენლობითა და მწვრთნელებით გაცილებით მეტისთვის უნდა მიგვეღწია. ღოგორც იცით, გავიკეთე ბრმანაწლავის ოპერაცია, რის შემდეგაც დაახლოებით ერთი თვე ვეღარ ვვარჯიშობდი და საბოლოოდ, სეზონი სანახევროდ და ალბათ, მეტითაც ჩამივარდა. “ვითაში” ძალიან ბევრ ძლიერ მოთამაშეს ჰქონდა ტრავმები. განსაკეუთრებით მტკივნეული იყო მიხეილ ბერიშვილის, ბუბა ბერიშვილის, დავით ბერძენიშვილის, გიორგი მარკოიშვილის, ჩემი ტრავმები. Gგუნდი ვერ შეიკრა, ვერ აჩვენა თავისი თამაში, რადგან ოპტიმალური შემადგენლობით ვერ ჩავატარეთ ძალიან ბევრი შეხვედრა. ერთად, ჯანმრთელები რომ ვყოფილიყავით, გაცილებით მეტს მივაღწევდით.
– აპირებ თუ არა “ვითაში” დარჩენას?- ჯერ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი მაქვს ჩასამთავრებელი, ამის მერე კი ვნახოთ, რა და როგორ იქნება.
– რაიმე კონკრეტული შეთავაზება ხომ არ გაქვს?- რაღაც ვარიანტები კი არის, თუმცა როგორც გითხარით, ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ ევროპის ჩემპიონატსა და საქართველოს ნაკრებზე ვფიქრობ.
– კონკრეტულად რომელი ქვეყნებიდან გაქვს შემოთავაზება?- საქართველოს თუ არ ჩავთვლით, არის ლიტვის, ლატვიის ვარიანტები.
– ბექა, სრულ მზადყოფნაში ხარ? აღიდგინე თუ არა ოპტიმალური კონდიციები?- ჯერჯერობით არა, მაგრამ სრული დატვირთვით ვვარჯიშოშ და იმედი მაქვს, რომ მალე ოპტიმალ სპორტულ ფორმაში ვიქნები. მთელი ნაკრები ვემზადებით ავთო ბერიძესთან, რომელიც საქართველოში გამორჩეული სპეციალისტია ფიზმომზადების მხრივ. ვიღლებით, მაგრამ ვაცნობიერებთ, რომ ასეა საჭირო.
– გვაინტერესებს შენი აზრი დასრულებულ სუპერლიგაზე.- ძალიან კარგი ჩემპიონატი იყო. ექვსივე გუნდს შეეძლო ერთმანეთის დამარცხება, რაც არაერთხელ გამოჩნდა კიდეც. სანამ “მაკაბიში” გიორგი შერმადინი იყო, ამ გუნდს ნებისმიერის გამწარება შეეძლო. საბოლოო ჯამში, ძალიან კარგი პირველობა იყო. ერთადერთი, რამაც ოდნავ გააუფერულა სუპერლიგისი სეზონი, მაყურებელთა ნაკლებობა იყო, თუმცა დარწმუნებული ვარ, ამ მხრივ ყველაფერი კარგად იქნება უკვე მომავალ სეზონში. მთლიანობაში, სუპერლიგა წინა სეზონზე დინამიური და კარგი საყურებელ-სათამაშო გამოვიდა.
– ბექა, ახალგაზრდულ ნაკრებს გამოკვეთილი ლიდერი თუ ჰყავს?- არა, გამოკვეთილი ლიდერი არ გვყავს. ბევრი გამოცდილი მოთამაშეა ისევ და ისევ ამ ასაკიდან გამომდინარე და ყველანი ვცდილობთ, ჩვენი ძლიერი მხარეები, გამოცდილება ნაკრების საბოლოო წარმატებას მოვახმაროთ. ვნახოთ, ვის როგორ წაუვა თამაში და რა შედეგს მოიტანს ჩვენი მონდომება და მწვრთნელების გამოცდილება და მათი მუშაობა. იმედი მაქვს, რომ უმაღლეს დივიზიონში ადგილს შევინარჩუნებთ. რთულ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ გულშემატკივარს იმედი არ გავუცრუვოთ.
– შენ ძირითადად, პირველ ნომერზე დგახარ, არა?- კი, პირველ ნომრად ვთამაშობ, თუმცა მეორე ნომრადაც შემიძლია და მიყვარს თამაში. პირველი ნომერი, ანუ გამთამაშებელი გუნდის დირიჟორია, გუნდური თამაშის დალაგება ევალება, ხოლო მეორე ნომერი კი უფრო მეტს უტევს, აქტიურია, ქულებიც მეტად უნდა დააგროვოს, სროლაც სტაბილური უნდა ჰქონდეს. ვეცდები, ორივე ამპლუაში ნაკრებს დიდი სარგებელი მოვუტანო.
– უსტიაშვილი ვარჯიშებზე ძირითად ხუთეულში შენდ ა გაფრინდაშვილს გაყენებთ?- ხან ერთად ვართ, ხან ერთმანეთის წინააღმდეგ გვიწევს გამოსვლა. საბოლოოდ, ყველაფერი მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია, ვინ სად და რამდენი ხნით უნდა დადგეს. მთავარია, ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას შევძლოთ კონცენტრირების სრული მოხდენა, ძალების რაციონალურად გადანაწილება და მჯერა, სასურბველ შედეგს ვაჩვენებთ. ნაკრებში ბევრი ტრავმირებულია. პირადად მე, სამჯერ ვიტკინე ფეხი, რიჩარდ მათიაშვილსაც ფეხის მიკროტრავმა აქვს, გიორგი შერმადინს მუცლის არეში მწვავე ტკივილები აქვს, ჯგერენაიამ კუნთი დაიჭიმა. გადაღლიალია, ამერიკიდან ახლახანს ჩამოსული ფაცაციაც, თუმცა როგორც გითხარით, ერთი ოჯახივით ვართ და ვეცდებით, უმაღლეს დივიზიონში ადგილი შევინარჩუნოთ.