ინტერვიუ რუსეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ალექსანდრ კრასნინკოვთან

ინტერვიუ რუსეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ალექსანდრ კრასნინკოვთან

რუსეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრ კრასნინკოვი კლაიპედაშია და საკუთარი ნაკრების ვარჯიშებზე სისტემატიურად დადის. ერთ–ერთი შეხვედრისას საქართველოს ნაკრების დღევანდელი მეტოქის ხელმძღვანელს გამოველაპარაკე და აი, რა ილაპარაკა კრასნინკოვმა…
 

 
– ჩვენს ჯგუფში ფავორიტებად ვის თვლით?
– სლოვენიას და საქართველოს…
– და რუსეთი?
– რა თქმა უნდა, რუსეთიც.
– თავიდანვე რატომ არ ახსენეთ რუსეთის ნაკრები?
– ვფიქრობ, რომ ეს ისედაც ცხადია. ჩვენი ნაკრები რამენიმე წლის წინ ევროპის ჩემპიონი გახდა და ფავორიტად მიიჩნევა ამ ტურნირზეც.
– რას იტყვით ჩვენი ჯგუფის დანარჩენ წევრებზე?
– საკმაოდ თანაბარი ჯგუფია. ნამდვილად არ გამიკვირდება, რომ ჯგუფიდან საქართველო, ბულგარეთი, ანაც ბელგია გავიდეს. 6 გუნდიდან მომდევნო ეტაპზე გასვლა ნებისმიერს შეუძლია.
– რა იცით საქართველოს შესახებ?
– ქართველებს კარგი ღვინო გაქვთ, ვიცი „ბორჯომი“ და ასევე დიდი
არტისტი ბუბა კიკაბიძე.
– და ქართული კალათბურთის შესახებ რა გსმენიათ?
– ვიცი, რომ კარგი ნაკრები ჩამოაყალიბეთ. საკმაოდ შეთამაშებული და ბრძოლისუნარიანი გუნდი გყავთ. ნაკრები თითქმის ყველა წევრი ლეგიონერია და წამყვან ლიგებში თამაშობენ.
– რუსეთი და საქართველო აქამდეც შეხვედრილან ერთმანეთს…
– როგორც ვიცი, სულ 3 მატჩი უთამაშიათ ერთმანეთში რუსეთსა და საქართველოს, მაგრამ ეს საკმაოდ ადრე იყო.
– საქართველომ და რუსეთმა მხოლოდ ერთხელ ითამაშეს: 2003 წელს იტალიაში, ამხანაგურ ტურნირზე, საქართველომ რუსეთს 86:71 მოუგო. და რა აზრის ხართ ჩვენი ნაკრებების მომავალ შეხვედრაზე?
– ვფიქრობ, ორივე გუნდისთვის რთული თამაში იქნება. როგორც ვთქვი, საქართველოს საკმაოდ მაღალი დონის კალათბურთელები ჰყავს და თუკი ყველაფერს არ გავიღებთ, შესაძლოა, გამარჯვება თქვენ დაგრჩეთ. წინასწარ ძნელია რამის თქმა. ერთი კი ცხადია: ძალიან დაძაბული მატჩი იქნება.
– რამდენად კარგათ გყავთ საქართველოს ნაკრები შესწავლილი?
– მე არა და ჩვენს სამწვრთნელო შტაბს, იმედია, შესწავლილი ეყოლება მომავალი მეტოქე: ამ შემთხვევაში საქართველოს ნაკრები.
– როგორც ვიცი, საქართველო–რუსეთის მატჩის სხვა, არასპორტულ მხარეზეც აკეთებენ აქცენტს…
– ალბათ ჟურნალისტებზე ამბობთ. ჩვენთვის ეს მატჩი მხოლოდ სპორტია და მეტი არაფერი. ვთამაშობთ რიგით, ოღონდ ძალიან პრინციპულ მატჩს და ორივე გუნდს ძალიან სჭირდება ეს 2 ქულა.
 
 

დევიდ ბლატი ვარჯიშზე დამსწრე კრასნინკოვს და რუსეთის კალათბურთის
ფედერაციის გენერალურ მდივან ნატალია გალკინას ესაუბრება