ინტერვიუ ვაჟა გვანცელაძესთან

მთელი ცხოვრება კალათბურთში
ტიტულები, წარმატებული კარიერა და ყოველგვარი დაფასება მოედანსა დამ ის მიღმა – ყოველივე ეს ვაჟა გვანცელაძის ცხოვრების თანამგზარვად იქცა. მოთამაშე, რომელიც წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული “დინამოს” საკვანძო მოთამაშე იყო, ყოველთვის თავისი არტისტიზმითა და არასტანდარტული ქმედებით, ჭკვიანური თამაშით გამოირჩეოდა.
ცენტრის პოზიციისთვის არადამახასიათებელი სისწრაფე. სწრაფი გადაადგილება და ეფექტური, ელეგანტური პასები – ვაჟა გვანცელაძე ამ პოზიციის ეტალონად იქცა და დღესაც დიდი სიამოვნებით იხსენებს წარსულს, რომელშიც მას არაერთი დიდი და დასამახსოვრებელი გამარჯვება მოუპოვებია.

– ბატონო ვაჟა, კალათბურთში თქვენი პირველი ნაბიჯებით დავიწყოთ.- სკოლის ასაკში შემიყვარდა კალათბურთი. დავიწყებ თავიდან, როდესაც 22-ე ვაჟთა სპორტულ სკოლაში ვსწავლობდი. მაშინ, ცბობილმა მწვრთნელმა, მოფარიკავე ოთარ დიდებულიძემ შემამჩნია და მასთან ვარჯიში დავიწყე, მერე კი გადავედი მძლეოსნობაში, მწვრთნელ შმელოვთან. დიდებულიძემ მალევე მირჩია, კალათბურთში წადი, დიდ წარმატებას მიაღწევო. მალევე სკოლაში ჩამოყალიბდა საკალათბურთო წრე, რომელსაც სურენ ოგანეზოვი ედგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით 1946 წელს დავიწყე ვარჯიში, ერთი წლის შემდეგ თბილისის პირველობა მოვიგეთ. ცოტა ხანში შემამჩნია მიხეილ კეკელიძემ, თავისთან გადამიყვანა და იმავე სზონში საქალაქო ჩემპიონატის გამარჯვებულები გავხდით, მეც საკმაოდ შედეგიანად ვითამაშე. 1948 წელს ოდესაში კეკელიძის ხელმძღვანელობით ოდესაში ჭაბუკებს შორის ჩატარებული პირველობის გამარჯვებულები გავხდით. მერე, გორკშიც ფინალში გავედით, თუმცა ტარტუს საკმაოდ ძლიერ გუნდთან დავმარცხდით, რისი მიზეზიც ჩვენი მხრიდან უამრავი საჯარიმოს გაფუჭება იყო. იმ გუნდში ვთამაშობდით მე, ვახტანგ ანანიაშვილი (ნინო ანანაიშვილის მამა), დავით გოძიაშვილი, გივი რუხაძე, თენგიზ მეძმარიაშვილი, მარენ კეკელია, ნოდარ გიორგობიანი და სხვები…
– “დინამოში” თქვენი პირველი სეზონები გავიხსენოთ.- 1950-ში დავამთავრე სკოლა და ეგრევე “დინამოში” გადავდივარ, სადაც 9 სეზონი ვითამაშე. ამ გუნდში გადავედით მე, რუხაძე, გოძიაშვილი, თუმცა ისისნი ჩემზე უფროსები იყვნენ და მალევე დაასრულეს კარიერა. ხო, რომ არ გამომრჩეს, 1951-ში მოვიგეთ სსრკ-ს [პირველობა სამედიცინო ინსტიტუტებში, სადაც ბევრ უცხოურ გუნდს ვაჯობეთ.
– ეგრევე სასტარტოში მოხვდით?- არა, პირველი ორი-სამი წელი ძირითად ხუთეულში არ ვიყავი და მოედანზე მაინც 30 წუთზე მეტხანს მაყენებდნენ და საკმაოდ შედეგეიანადაც ვთამაშობდი. დაცვაში ყველა ცენტრის აყვანა მე მევალებოდა, თუმცა ხანდახან ოთხ და სამ ნომრებსაც ვეთამაშებოდი, გააჩნია, თუ ვინ იყო ჩვენი მეტოქე…მქონდა საკმაოდ კარგი ნახტომი, ჩემი სიმაღლისთვის ვიყავი ძალიან სწრაფი. ერთადერთი, ვის წინააღმდეგაც ყოველთვის მიჭირდა თამაში, კაუნასის “ჟალგირისი” იყო. ამ გუნდის მაღლების წინააღმდეგ რატომღაც ხშირად ვაგროვებდი ბევრ პერსონალურს და მიჭირდა ჩემი თამაშის თამაში.
– ბატონო ვაჟა, ვინ იყო თქვენთვის ყველაზე უხერხული მოწინააღმდეგე?- მეც, ოთარ ქორქიქსაც გვიჭირდა ვასილი ახტაევის წინააღმდეგ თამაში. ხშირად, მე და ოთარი მას ერთად ვიჭერდით, რადგან ახტაევი ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო და მისი ერთი-ერთზე განეიტრალება რთული იყო.  არ იყო სასიამოვნო კრუმინშის წინააღმდეგაც თამაში. 1953-ში ჩემპიონები რომ გავხდით, 1954-ში, შემდეგ წელლს 5 უძლიერესი ქალაქის ჩემპიონატი მოეწყო, სადაც კრუმინშის გუნდმა ყველას მოუგო და მესამე თუ მეოთხე სათამაშო დღეს მათ წინააღმდეგ უკევ ჩვენ მოგვიწია გამოსვლა. მაშინ, არ იყო დროის ლიმიტი და ვცდილობდით, ბურთი რაც შეიძლება სწრაფად გადაგვეტანა აქეთ-იქით, რათა კრუმინშიც და მისი ათლეტური თანაგუნდელებიც დაგვეღალა. ვეფი თავიდან ზონას გვეთამაშებოდა, მერე 1/1-ზე გადავიდა, მაგრამ მაინც მოვუგეთ, რადგან ჩვენი კალათბურთი უფრო ჭკვიანური იყო. ოთარ ქორქია მარცხენა მხარეს გადადიოდა, მე ცენტრში ვრჩებოდი და კრუმინშმაც არ იცოდა, საით გაქცეულიყო, რადგან პრინციპში, ერთსაცა და მეორესაც შეგვეძლო ფარქვეშ მეტოქისთვის პრობლემების შექმნა. ნოდარ ჯორჯიკიამ მითხრა, შეეცადე, კრუმინში მაღლა ამოწიო და მერე სისწრაფის ხარჯზე აჯობებო, უკან ჩამოსვლას ვეღარ მოასწრებსო. ასეც მოხდა.სამწუხაროდ, მერე და მერე, კრუმინში გამოცდილი რომ გახდა, მისი განეიტრალება უკვე გვიჭირდა.
– “დინამოში” თქვენთვის საუკეთესო, ალბათ, 1953 წლის სეზონი იყო, არა?- კი, თუმცა მეორე წელსაც მაგრად ვითამაშეთ, ორივეჯერ საკავშირო ჩემპიონატი მოვიგეთ. 1953 წლის ჩემპიონატი თბილისში ჩატარდა, ჩვენს გუნდში კი ძალიან ძლიერი მოთამაშეები იყვნენ – ოთარ ქორიქა, ნოდარ ჯორჯიკია, გივი აბაშიძე, ვაჟა ჟღენტი, ლევან ინწკირველი, ჯუმბერ ნიჟარაძე, ვაჟა გვანცელაძე, გურამ აბაშიძე, გურამ მინაშვილი…საბოლოოდ, მინაშვილის გარდა, ყველამ მივიღეთ ოქროს მედალი, რადგან მინაშვილის მატჩების აუცილებელი რაოდენობა არ ჰქონდა ჩატარებული. მაშინ სსრკ-ში ბევრი ძალიან ძლიერი გუნდი იყო და პრინციპში, ჩემპიონობისთვის ბრძოლა ყველას რეალურად შეეძლო. საბოლოოდ, ყველას ვაჯობეთ და ისეთი არაჩვეულებრივი, ლამაზი კალათბურთი ვითამაშეთ, ყველა მატჩის მერე დამანგრეველი აპლოდისმენეტებით გვაცილებდნენ მოედნიდან.  მანამდე, 1952 წელს, საკმაოდ კარგად ვითამაშეთ კიევში გამართულ ზამთრის თამაშებზეც, სადაც ჩემპიონები გავხდით და მე ცუდად ნამდვილად არ მითამაშია, თუმცა მაშინდელი “დინამო” პირველ რიგში, იყო დიდი გუნდი და არა რომელიმე ძლიერი ინდივიდუალისტის სარბიელი.