ირანში ცქიტიშვილის გუნდს კონკურენტი არ ჰყავს

ირანში ცქიტიშვილის გუნდს კონკურენტი არ ჰყავს

როგორც ჩანს, ირანის ჩემპიონატმა ნიკა ცქიტიშვილისთვის აზრი გაკარგა. „მაჰრამმა“ შიდაჩემპიონატში 21–ე მატჩი გამართა და კვლავ დაუმარცხებელია. თეირანელების მორიგი მსხვერპლი „აზადი“ გამოდგა, რომელიც „მაჰრამმა“ 100:77 დაამარცხა.
ქართველმა ფორვარდმა გამარჯვებაშ ლომის წილი დაიდო. ცქიტიშვილმა ორმაგი დუბლი შეასრულა. ნიკამ მოედანზე 33,25 წუთი გაატარა და 13 ქულა, 10 მოხსნა და თითო პას–დაფარება მოაგროვა. მისი 7 ორქულიანიდან 5–მა მიაღწია მიზანს, ხოლო 4 სამიანიდან 1ჩააგდო.
მაჰრამელებს მორიგი მატჩი უკვე დასავლეთ ევროპის საკალათბურთო ლიგაში ელის. ცქიტიშვილის გუნდი ნახევარფინალშია და თანამემამულე „ზობ აჰანს“ ხვდება.