ირანული დებიუტი ცქიტიშვილმა ორმაგი დუბლით აღნიშნა

ირანული დებიუტი ცქიტიშვილმა ორმაგი დუბლით აღნიშნა

ნიკოლოზ ცქიტიშვილის ბრწყინვალე დებიუტი ირანის ჩემპიონატში. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა „მაჰრამში“ პირველი შეხვედრა გამართა და თავის გუნდს „შირაზის“ დამარცხებაში დაეხმარა. ქართველმა ლეგიონერმა ორმაგი დუბლი შეასრულა, მაჰრამელებმა კი მეტოქე 85:71 დაამარცხეს.
 
ცქიტიშვილი, რომელსაც „მაჰრამში“ 11–ნომრიანი მაისურა მისცეს, თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. საბოლოოდ მან 24:40 წუთი ითამაშა და 17 ქულასთან ერთად 11 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა 11-დან 6 ორქულიანი, 5-დან 1 სამიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.  მაჰრამელთა შემადგენლობაში საუკეთესო მეჰდი ქარმანი გახდა, რომელმაც 11 ცდიდან 7 სამქულიანი ჩააგდო და საბოლოოდ 31 ქულა დააგროვა.
 
მაჰრამელთათვის ეს იყო ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მეოთხე მატჩში. ანალოგიური შედეგი აქვთ კიდევ ორ გუნდს, რომლებიც “მაჰრამთან” ერთად ირანის ჩემპიონატს ლიდერობენ.