ისლანდია – საქართველო 76:75

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრაში ისლანდიაში მასპინძლებთან 75:76 დამარცხდა.
კენ შილდსის გუნდში 17 ქულით ყველაზე შედეგიანი ტაირონ ელისი იყო, ხოლო ზაზა ფაჩულიას ანგარიშზე კი ორმაგი დუბლი (15 ქულა, 11 მოხსნა) იყო. დებიუტშივე მიიღო ტრავმა ვიქტორ სანიკიძემ, რომელსაც 6 წუთში 3 ქულა და 5 მოხსნა ჰქონდა დაგროვილი.
ამავე ჯგუფში ავსტრიის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ლუქსემბურგს 79:46 მოუგო, ხოლო საქართველოს ნაკრებს კი 7 შეხვედრის მერე 5 მოგება დარჩა. წინ არის მატჩი ფინეთთან, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ.

მატჩის სრულ სტატისტიკას აქ გაეცნობით.