ჯეიკობ პულენი იერუსალიმის ჰაპოელიდან ვირტუს ბოლონიაში გადავიდა

ჯეიკობ პულენი იერუსალიმის ჰაპოელიდან ვირტუს ბოლონიაში გადავიდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული წევრი ჯეიკობ პულენი კარიერას სერია A-ს კლუბ “ვირტუს ბოლონიაში” გააგრძელებს. დღეს ოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართული პასპორტის მქონე ამერიკელმა გამთამაშებელმა იტალიურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა.
 
პულენისთვის იტალიაში თამაში უცხო არაა. 2011-12 წლების სეზონში ის სერია „ა“-ს გუნდ „ბიელაში“ გამოდიოდა და საშუალოდ 16 ქულას, 3,2 პასს და 1,8 ჩაჭრას აგროვებდა. მიმდინარე სეზონში კი პულენი ებრაულ „ჰაპოელში“ საშუალოდ 12,6 ქულას და 4 პასს აგროვებდა.
 

 
აღსანიშნავია, რომ “ვირტუს ბოლონიამ” შიდა პირველობაზე ბოლო 7 მატჩიდან 6 წააგო და ახლა 16-გუნდიან სერია “ა”-ში მე-13 ადგილზე იმყოფება. 1 კვირის წინ კლუბის პრეზიდენტმა ვოლტერ საბატინიმ მთავარი მწვრთნელი ალესანდრო ფინელი დაითხოვა და მის ნაცვლად ლუკა ბეკის უხმო.
 
პულენის დებიუტი ბოლონიურ კლუბში შესაძლოა მომავალ ტურში, 17 მარტს შედგეს.