ჯეისონ სტაუდტი საქართველოს ნაკრებში იმუშავებს

ჯეისონ სტაუდტი საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის ახალი წევრია. გამოცდილი სპეციალისტი, რომელიც ამ ეტაპზე ასევე “მილუოკი ბაქსის” სამწვრთნელო შტაბის წევრიცაა, მთავარი მწვრთნელის კენ შილდსის ასისტენტი იქნება.
კენ შილდსი: “ ჯეისონ სტაუდტი ნებისმიერ გუნდს, ნებისმიერ დონეზე დიდ დახმარებას გაიწევს. მოხარულები ვართ, რომ ამ გამოცდილმა სპეციალსიტმა ჩვენთან მუშაობაზე თანხმობა განაცხადა და ვიმედოვნებთ, რომ ეს სიახლე საქართველოს დაბალანსებულ, ნიჭიერ ნაკრებს გამოცდილებასა და დამატებით მოტივაციას შემატებს.”