“ჯეოსელის” აქცია – გადააწოდე ბურთი ეროვნულ ნაკრებს

“ჯეოსელის” აქცია – გადააწოდე ბურთი ეროვნულ ნაკრებს

დღეს ვარდების რევოლუციის მოედანზე კომპანია „ჯეოსელის“ მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა სახელწოდებით – „გადააწოდე ბურთი ეროვნულ ნაკრებს“. ამ აქციას საფუძველი 16 აგვისტოს, სადაქართვეო–ისრაელის მატჩისას ჩაეყარა, სადაც „ჯეოსელის“ სარეკლამო სახე დუტა სხირტლაძემ კალათბურთის გულშემატკივრებს იისფერი ბურთი წარუდგინა. ამ ბურთმა მთელი საქართველო უნდა შემოიაროს, გადაკვეთოს ნახევარი ევროპა და ჩავიდეს კლაიპედაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველ მატჩზე – განაცხადა დუტამ და ბურთი სპორტის სასახლეში შეკრებილ გულშემატკივრებს გადაულოცა, რათა მათ საკუთარი ენერგიით დაემუხტათ იგი.
 
ასე მოიარა „ჯეოსელის“ ბურთმა მთელი დარბაზი. დღეს კი ეს ბურთი სასტუმრო „რედისონთან“ მიიტანეს და იქ შეკრებილმა საზოგადოებამ  იგი კვლავ ხელიხელ აგოგმანა, რის შემდეგაც ბურთმა გეზი გორისკენ აიღო. ასე შემოივლის იგი საქართველოს ქალაქებს და შემდეგ კლაიპედასკენ გაემართება, რომლის ადრესატიც საბოლოოდ ჩვენი ნაკრების წევრები გახდებიან.