“ჯეოსელის” ბურთი კლაიპედაში ნაკრებს შეუერთდა

“ჯეოსელის” ბურთი კლაიპედაში ნაკრებს შეუერთდა

გუშინ კლაიპედაში „ჯეოსელის“ ის ბურთი ჩამოვიდა, რომელმაც მთელი საქართველო მოიარა, გადმოლახა ზღვა, ნახევარი ევროპა და იმ სასტუმროში მოვიდა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრებია დაბანაკებული.
 
იისფერმა ბურთმა ქართველ კალათბურთელებს ის მუხტი მოუტანა, რომელიც მასში ქართველმა ხალხმა ჩააქსოვა. ამ ბურთმა სტარტი ვეტერანი ქართველი კალათბურთელებისგან აიღო, სპორტის სასახლეში, საქართველო–ისრაელის ამხანაგურ მატჩზე. იმ დღეს მთელი სპორტის სასახლე ხომ მოიარა და ბურთმა ქართული ქალაქებიც შემოიარა. ის გადადიოდა ხელიდან ხელში და გამოიარა როგორც ცნობილი სპორტსმენები, ასევე რიგითი გულშემატკივრები თუ ჩვენი ნაკრების კეთილმოსურნეები.
 
ბურთი გუშინ სასტუმრო „ამბერტონის“ ფოიეში ჩვენი ნაკრების წევრებს გადასცეს, რომელიც ბიჭებმა ვარჯიშზეც წაიღეს და სიმბოლურად რამდენჯერმე ფარშიც სტყორცნეს.
 
კომპანია „ჯოსელის“ აქციის მიზანი შესრულებულია: ქართველი გულშემატკივრების იმედით, ძალით და გამარჯების ჟინით დამუხტული იისფერი ბურთი კლაიპედაშია, ჩვენს ნაკრებთან!