ჯგუფებში “აკადემიისა” და “ჰიუნდაის” პირველი გუნდები დაწინაურდნენ

ჯგუფებში “აკადემიისა” და “ჰიუნდაის” პირველი გუნდები დაწინაურდნენ

საქართველოს 13–წლამდელთა ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩებს დღეს დიღომში მდებარე „დინამოს“ ბაზამ უმასპინძლა. გამართული 5 მატჩიდან თითქმის ყველა საინტერესო იყო, თუმცა მეტ–ნაკლებად.
წინა ტურის მსგავსად დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა „აკადემიის“ პირველმა გუნდმა. გელა წულაძის გაწვრთნილმა გუნდმა „რუსთავი“ 25 ქულით დაამარცხა. არადა, ქვემოქართლელებს საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ და პირველ ტურში „დინამოს“ მოუგეს.
რუსთაველებმა აკადემიელებს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ მეოთხედში გაუწიეს. მეორე ათწუთეულიდან კი თბილისელების უპირატესობა აშკარა გახდა და წულაძის შეგირდები გამარჯვებამდე იოლად მივიდნენ. „აკადემია I“-ს მიხეილ ბურაბიშვილმა 17 ქულით ულიდერა, ხოლო რუსთაველებში 16 ქულით ლუკა ცერცვაძე გამოირჩა.
„აკადემიის“ მეორე გუნდმა წინააღმდეგობა ვერ გაუწია „ჰიუნდაი“ I–ს. ლაშა თოიძის გაწვრთნილი „ავტომობილისტები“ საკმაოდ მობილიზებულად თამაშობდნენ და პირველი მეოთხედი 19:3 მოიგეს. აკადემიელებმა მეტოქეს მხოლოდ მესამე მეოთხედი მოუგეს, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და საბოლოოდ „ჰიუნდაი“ I–მა 65:33 იმარჯვა. გამარჯვებულებში 18 ქულით გუგა ბითაძე გამოირჩა.
 „ჰიუნდაის“ მეორე გუნდმა პირველივით ვერ იყოჩაღა. დავით ბერიშვილის გაწვრთნილმა „ავერსმა“ ავტომობილისტების გუნდს 56:44 მოუგო. პირველი ტაიმი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, რომელიც ჰიუნდაიელებმა 22:21 მოიგეს. დიდი შესვენების შემდეგ მედიკოსებმა მობილიზება შეძლეს და ლუკა სუხიშვილის წინამძღოლობით, რომელმაც საბოლოოდ 24 ქულა მოაგროვა, მესამე მეოთხედი 23:10 მოიგეს. ამის შემდეგ არაფერი შეცვლილა და „ავერსი“ გამარჯვებამდე იოლად მივიდა.
შესანიშნავად ითამაშა სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდმა, რომელსაც გამოკვეთილი ლიდერი ჰყავს ვლადიმერ ალავიძის სახით. ამ ბიჭმა საბოლოოდ 20 ქულა მოაგროვა, მას თანაგუნდელებმაც კარგად აუბეს მხარი და თსსუ–მ „ქუთაისს“ დამაჯერებელი ანგარიშით – 68:40 მოუგო.
დაბოლოს, ტურის დასკვნით მატჩში ერთმანეთს „კარდინალები“ და „გორი“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა თბილისური გუნდის უპირატესობით დაიწყო და ბოლო მეოთხედის დაწყებამდე „კარდინალებმა“ 20–ქულიან უპირატესობას მიაღწიეს. გორელები დასკვნით ათწუთეულში კი გააქტიურდნენ, მაგრამ საწადელს მაინც ვერ მიოაღწიეს.
ტურის საუკეთესო ინდივიდუალური შედეგი ამ შეხვედრაში დაფიქსირდა. ნიკა ყირიმელმა „კარდინალებს“ 27 ქულა შესძინა. გორელთაგან საუკეთესო მკვირცხლი უკანახაზელი რატი მდივანი გახდა, რომელმაც შეხვედრა 20 ქულით დაასრულა.
 
13–წლამდელთა ჩემპიონატი. ჯგუფური ეტაპი. დინამოს ბაზა. 4 მარტი
აკადემია II 33:65 ჰიუნდაი I
3:19, 11:17, 15:6, 4:23
ავერსი 65:44 ჰიუნდაი II
12:12, 9:10, 23:10, 12:7
თსსუ 68:40 ქუთაისი
15:8, 19:10, 20:5, 14:17
აკადემია I 67:45 რუსთავი
17:14, 17:10, 19:6, 14:15
კარდინალები 49:39 გორი
19:4, 16:15, 8:4, 5:16ა ჯუფი                                    
1.      აკადემია I         2          2          0          4
2.      რუსთავი           2          1          1          3
3.      ავერსი                2          1          1          3
4.      ჰიუნდაი II        2          0          2          2
5.      დინამო              1          0          1          1
6.      ფოთი                 1          1          0          1
 
 
 
 
  ბ ჯგუფი
1.      ჰიუნდაი I         2          2          0          4
2.      თსსუ                  2          1          1          3
3.      აკადემიაII          2          1          1          3
4.      ქუთაისი            2          1          1          3
5.      ორბი                  1          1          0          2
6.      გორი                  2          0          2          2