ჯგუფური ეტაპი დასრულდა

ჯგუფური ეტაპი დასრულდა

დასრულდა 2002-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი. პლეი ოფში გამსვლელი გუნდები დაძაბულ ბრძოლებში გამოვლინდა. მეოთხედფინალური მატჩები ხვალ საკალათბურთო აკადემიაში გაიმართება.

ყველაზე დაძაბული გამოდგა „გ“ ჯგუფი, სადაც სამმა გუნდმა – „ბათუმმა“, „დინამომ“ და „გორმა“ თანაბარი ქულები დააგროვეს. ამ შემთხვევაში მოწინავე გუნდი ურთიერთშეხვედრებმა გადაწყვიტა. „ბათუმმა“ მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო მესამეზე „დინამო“ გავიდა, რომელიც მეოთხედფინალში მაინც ვერ მოხვდა. დინამოელებს დანარჩენი 2 ჯგუფის მესამეადგილოსნებმა – „ჰიუნდაიმ“ და TBC-იმ აჯობეს.

ალბიონი – მართვეს მატჩში ალბიონელებს მხოლოდ 4 მოთამაშე ჰყავდათ და რაკი მეორე პერიოდში შემადგენლობა ვერ გამოცვალეს, წაგება ჩაეთვალათ. პირველი მეოთხედის შემდეგ არსებული შედეგი ძალაში დარჩა.

პლეი ოფში სერიები არ გაიმართება – მომდევნო ეტაპზე გუნდები თითო გამარჯვების მოპოვებით გავლენ. საკალათბურთიო აკადემიაში თამაშები 25 ივნისს, 13 საათიდან  საათიდან დაიწყება.

24 ივნისი. საკალათბურთო აკადემია

ალბიონი – მართვე           4:14 (4:14, …..)

ალბიონი: ჩხეიძე (2)

მართვე: ჭეიშვილი (8)

 

აკადემია 2 – TBC            16:37 (7:5, 4:12, 3:7, 2:13)

აკადემია 2: ბახტაძე (4)

TBC: ქუტიძე (15)

 

გორი – აკადემია             33:45 (6:8, 5;5, 13:19, 9:13)

გორი: თავაქარაშვილი (21)

აკადემია: გოდერძიშვილი (17)

 

რუსთავი 2 – კარდინალი 21:34 (3:8, 6:6, 8:11, 4:9)

რუსთავი 2: ბურდიაშვილი (6)

კარდინალი: ჩაჩანიძე (18)

 

რუსთავი – ჰიუნდაი                  28:23 (3:8, 3;6, 12:6, 10:3)

რუსთავი: ვაშაკიძე (12)

ჰიუნდაი: გოგაძე (8)