ჯინჭარაძის მორიგი MVP-ის ტიტული და მნიშვნელოვანი გამარჯვება ერაყის უმაღლეს ლიგაში

ჯინჭარაძის მორიგი MVP-ის ტიტული და მნიშვნელოვანი გამარჯვება ერაყის უმაღლეს ლიგაში

ერაყის ლიგაში წარმატებით ასპარეზობას განაგრძობს კახა ჯინჭარაძე. ქართველი ფორვარდის ლიდერობით კლუბმა “ალ კაჰრაბამ” მორიგი მატჩი მოიგო. მეტოქე უშუალო კონკურენტი “ღაზ ალ-შამალი” გახლდათ, რომელსაც კაჰრაბელებმა 109:78 სძლიეს. 

ჯინჭარაძე მოედანზე მყოფთაგან ყველაზე შედეგიანი იყო და მატჩის MVP-ის ტიტულიც დაიმსახურა. ქართველი ლეგიონერის ანგარიშზე 35 ქულა, 8 მოხსნა, 6 პასი და 2 ჩაჭრა დაგროვდა. მისი შედეგიანობით კაჰრაბელთა გამარჯვებას საფრთხე არ დამუქრებია და საბოლოოდ ჯინჭარაძის გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. 

ეს გახლდათ “ალ კაჰრაბას” მე-6 გამარჯვება მიმდინარე ჩემპიონატში და ამ შედეგით ჯინჭარაძის გუნდი კონკურენტ “ღაზ ალ-შამალს” და “ალ კახს” გაუთანაბრდა. მორიგ ტურში, 23 დეკემბერს, “ალ კაჰრაბა” ერტ-ერთ ლიდერ “ზახოს” უმასპინძლებს.