ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს – დრამატული მატჩის გამოხმაურება

ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს – დრამატული მატჩის გამოხმაურება

ევროსესარჩევი მატჩის დასრულების შემდეგ, მაქსიმუმ 1 საათში, ფიბა-ევროპის საიტზე მატჩის ფოტოები და მონაწილეთა კომენტარები ქვეყნდება ხოლმე. მარცხით გამოწვეული ნირწამხდრობის გამო იყო თუ რა მოხდა, სარაევოში გამართული მატჩის კომენტარები და ფოტოები ფიბა-ევროპის ვებ-გვერდზე დღეს საღამომდე არ დაიდო. ესეთი დაგვიანებით რომ რომელიმე მატჩის ინფორმაცია დაედოთ, ვერ ვიხსენებთ. ასეა თუ ისე, გავაზობთ ფიბა-ევროპის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტო და ბეჭდურ მასალას.
 
ალეკსანდარ პეტროვიჩი: “დიდებული მატჩი გამოვიდა. პირველ ტაიმში არც შეტევაში და არც დაცვაში არაფერი გამოგვდიოდა, თუმცა, შესვენების შემდეგ სიტუაცია გამოვასწორეთ. მიუხედავად ამისა, მარცხს მაინც ვერ გადავურჩით… ბოლო წამებზე ანტე მესიჩი სრულიად თავისუფალი იყო და ვფიქრობ, ჯობდა ბურთი მასთან მისულიყო, მაგრამ შეტევა დედოვიჩმა გააგრძელა… თუმცა, ახლა ამაზე საუბარი უკვე გვიანია. მომავალ მატჩზე უნდა გადავერთოთ და რუმინეთთან მოგებით, ცხრილში საქმე უნდა გამოვისწოროთ“.
 
ჯეისონ სტაუდტი: “ეს ორი ჩინებული გუნდის შეხვედრა გახლდათ. მაშინაც კი, როდესაც თამაშის მიმდინარეობისას სოლიდური სხვაობით დავწინაურდით, არ გვტოვებდა ფიქრი, რომ მასპინძლები არ დანებდებოდნენ. მათგან ყველაფერი გახლდათ მოსალოდნელი. მოხარული ვარ, რომ 95 ქულის მიღების მიუხედავად, გამარჯვება მაინც ჩვენ დაგვრჩა. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ბოსნიის ნაკრები პატივისცემას იმსახურებს და მჯერა, რომ ჩვენს მეორე შეხვედრაშიც, რომელიც თბილისში გაიმართება, ღირსეული ბრძოლის მომსწრენი გავხდებით“.