Jr. NBA-ის ახალი ონლაინ აქტივობა გოგონებისთვის

Jr. NBA-ის ახალი ონლაინ აქტივობა გოგონებისთვის

Jr. NBA-ის გუნდი 2 დეკემბერს 21:00-დან 23:30-მდე ახალ ონლაინ კლინიკას “Her Time To Play Day” გვთავაზობს. ეს ინიციატივა ფოკუსირებულია გოგონების და ქალთა კალათბურთზე და მოიცავს სხვადასხვა ონლაინ აქტივობებს – WNBA– ს მოთამაშეებთან და NBA– ს ქალ თანამშრომლებთან ინტერაქციას, მათგან სწავლას.

 OWQLO აპლიკაციის მეშვეობით, კემპის მონაწილეებს უფასო წვდომა ექნებათ “Her Time To Play Day”-ის აქტივობებზე, კერძოდ:

  • ლაივ ვარჯიშები – ნატალი ჰიგბი (Durable Athlete-დან) გაუძღვება ერთ-საათიან ლაივ ვარჯიშებს ზუმში;
  • კარიერის განვითარების სესია – NBA– ს ორი ქალი თანამშრომელი ისაუბრებს თავიანთ კარიერულ გზებზე, მათ როლებსა და პასუხისმგებლობებზე, გამოწვევებზე და სხვა;
  • კითხვა-პასუხი WNBA– ს მოთამაშესთან – ინტერაქციისა და საკუთარი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა WNBA -ს მოთამაშისგან.

შეგახსენებთ, რომ სესიებზე მონაწილეობის მისაღებად OWQLO აპლიკაციის ჩამოწერა, შემდგომ კი შესაბამის პროგრამაზე დარეგისტრირებაა საჭირო. აღნიშნული აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Apple-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის.

რეგისტრაციის გასავლელად გადმოტვირთეთ აპლიკაცია OWQLO და მიჰყევით ინსტრუქციას: 

Apple – https://apps.apple.com/us/app/owqlo/id1441823663

Android – https://play.google.com/store/apps/details?id=com.owqlo.app&hl=en_GB