Jr. NBA-ის მორიგი სამწვრთნელო – ონლაინ კლინიკა

Jr. NBA-ის მორიგი სამწვრთნელო – ონლაინ კლინიკა

Jr. NBA-ის გუნდი დაინტერესებულ პირებს 12 ონოემბერს, 22:00 საათზე, სამწვრთნელო ონლაინ-ლაივ კლინიკის მეექვსე სესიაზე იწვევს. სესიას გაუძღვება USAB-ის მწვრთნელთა განვითარების დირექტორი და FIBA U17 მსოფლიო ჩემპიონატის ხუთგზის ოქროს მედალოსანი – დონ შოუვოლტერი, რომელიც ისაუბრებს 3-3-ზე და 3-0-ზე ვარჯიშების შესახებ და უპასუხებს კითხვებს საკუთარ საქმიანობასა და კარიერასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, Jr. NBA სამწვრთნელო – ონლაინ კლინიკა არის უფასო საერთაშორისო პროგრამა. სესიებზე მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ OWQLO აპლიკაციაზე დარეგისტრირებაა საჭირო. აღნიშნული აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Apple-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის.

რეგისტრაციის გასავლელად გადმოტვირთეთ აპლიკაცია OWQLO და მიჰყევით ინსტრუქციას: 

Apple – https://apps.apple.com/us/app/owqlo/id1441823663

Android – https://play.google.com/store/apps/details?id=com.owqlo.app&hl=en_GB