Jr. NBA-ის სამწვრთნელო ონლაინ პროგრამა 23 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე, დენვერ ნაგეთსის ამჟამინდელ მწვრთნელის ასისტენტთან, ჯორდი ფერნანდესთან ერთად გრძელდება. მან NBA-ში სამწვრთნელო კარიერა 2009 წელს დაიწყო, როცა მაიკ ბრაუნმა იგი კლივლენდ კავალერსის მოთამაშეთა განვითარების მწვრთნელად აიყვანა. 2013-2014 წლების სეზონზე ფერნანდესმა გამოიყენა შესაძლებლობა შეერთებოდა კანტონ ჩარჯს (კლივლენდ კავალერსთან აფილირებული გუნდი NBA D-ლიგაში) NBA– ს განვითარების ლიგაში, როგორც მწვრთნელის მთავარი თანაშემწე. ერთი წლის შემდეგ იგი მთავარი მწვრთნელი გახდა 2 წლის განმავლობაში და ორივე წელს ნახევარფინალური მატჩები წააგო.
ამ წარმატებული მოღვაწეობის შემდეგ, დენვერ ნაგეტსმა ფერნანდესი 2016-17 წლების სეზონის დასაწყისში აიყვანა. ფერნანდესის დროს დენვერ ნაგეტსს ჰქონდა მრავალჯერადი პლეი ოფის გამოცდილება გუნდში ნიკოლა იოკიჩთან და ჯამალ მიურეისთან ერთად.
ჯორდი ასევე ეხმარებოდა მაიკ ბრაუნს ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, როგორც ნიგერიის ეროვნული ნაკრებში მწვრთნელის ასისტენტი. 2019 წელს ფერნანდესი შეუერთნა ესპანეთის U-19 ეროვნულ ნაკრებს FIBA-ს მსოფლიო ჩემპიონატზე ასისტენტ მწვრთნელად.
შეგახსენებთ, Jr. NBA სამწვრთნელო – ონლაინ კლინიკა არის უფასო საერთაშორისო პროგრამა. სესიებზე მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ OWQLO აპლიკაციაზე დარეგისტრირებაა საჭირო. აღნიშნული აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Apple-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის.
რეგისტრაციის გასავლელად გადმოტვირთეთ აპლიკაცია OWQLO და მიჰყევით ინსტრუქციას:
Apple – https://apps.apple.com/us/app/owqlo/id1441823663
Android – https://play.google.com/store/apps/details?id=com.owqlo.app&hl=en_GB