Jr. NBA-ის სამწვრთნელო ონლაინ პროგრამა 15 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე, ჯენი ბუჩეკთან ერთად გრძელდება. მან პროფესიონალური კარიერა კლივლენდ როკეტსში თამაშით დაიწყო, თუმცა, ტრავმის გამო ისლანდიაში წავიდა სათამაშოდ, სადაც კლუბს ისლანდიის ჩემპიონატზე და თასზე დაეხმარა და საუკეთესო უცხოელ მოთამაშედაც დასახელდა. კლივლენდ როკეტსში 1998 წლის სეზონში დაბრუნდა, მაგრამ ზურგის ტრავმის შემდეგ მოთამაშის კარიერა დაასრულა.
ბუჩეკმა მწვრთნელობა 1999 წელს დაიწყო WNBA-ში ვაშინგტონ მისტიკსის ასისტენტ მწვრთნელად. 2003 წელს სიეტლის სტორმს შეუერთდა და 2004 წელს გუნდს WNBA-ს ფინალში დაეხმარა. იგი ასევე მუშაობდა სტორმის სკაუტად NCAA-ს საკალათბურთო სეზონის დროს პერსპექტიული მოთამაშეების აღმოჩენის მიზნით. შემდეგ კი საკრამენტო მონარქსმა ბუჩეკი 2007 წლის სეზონისთვის მთავარ მწვრთნელად დაასახელა. 2015 წლიდან სიეტლ სტორმის მთავარი მწვრთნელი იყო 2017 წლამდე, რის შემდეგაც WNBA-ში მოღვაწეობა დაასრულა და NBA-ში გადავიდა.
NBA-ში ბუჩეკი მოთამაშეთა განვითარების მწვრთნელი იყო საკრამენტო კინგსში და ამასთანავე მესამე მდედრობითი სქესის ასისტენტ მწვრთნელი NBA-ს ისტორიაში. ხოლო 2018 წელს იგი დალას მავერიკსის ასისტენტ მწვრთნელად დანიშნეს, რაც ამ ფრანჩაიზის ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო.
შეგახსენებთ, Jr. NBA სამწვრთნელო – ონლაინ კლინიკა არის უფასო საერთაშორისო პროგრამა. სესიებზე მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ OWQLO აპლიკაციაზე დარეგისტრირებაა საჭირო. აღნიშნული აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Apple-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის.
რეგისტრაციის გასავლელად გადმოტვირთეთ აპლიკაცია OWQLO და მიჰყევით ინსტრუქციას:
Apple – https://apps.apple.com/us/app/owqlo/id1441823663
Android – https://play.google.com/store/apps/details?id=com.owqlo.app&hl=en_GB