Jr. NBA-ის სამწვრთნელო – ონლაინ კლინიკა

Jr. NBA-ის სამწვრთნელო – ონლაინ კლინიკა

Jr. NBA-ის გუნდი დაინტერესებულ პირებს 20 იანვარს, 23:00 საათზე, სამწვრთნელო ონლაინ-ლაივ კლინიკის მერვე სესიაზე იწვევს. სესიას გაუძღვება Jr. NBA-ის გლობალურ ჩემპიონატში ბიჭების გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელი ალესანდრო ნოჩერო, რომელიც ისაუბრებს მოთამაშეთა განვითარებაზე და უპასუხებს კითხვებს განსახილველი საკითხის შესახებ, ასევე, საკუთარ საქმიანობასა და კარიერასთან დაკავშირებით. ალესანდროს ახალგაზრდულ გუნდებში (სტელა აძურა, ტრიესტი, მონაკო, ბასკონია) სამწვრთნელო საქმიანობის მდიდარი გამოცდილება აქვს.

შეგახსენებთ, Jr. NBA სამწვრთნელო – ონლაინ კლინიკა არის უფასო საერთაშორისო პროგრამა. სესიებზე მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ OWQLO აპლიკაციაზე დარეგისტრირებაა საჭირო. აღნიშნული აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Apple-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის.

რეგისტრაციის გასავლელად გადმოტვირთეთ აპლიკაცია OWQLO და მიჰყევით ინსტრუქციას: 

Apple – https://apps.apple.com/us/app/owqlo/id1441823663

Android – https://play.google.com/store/apps/details?id=com.owqlo.app&hl=en_GB