Jr. NBA-ს ორდღიანი ონლაინ კემპი, რომელიც 9 აპრილს, თბილისის დროით 19:00 საათზე და 10 აპრილს, თბილისის დროით 13:00 საათზე გაიმართება, ახალგაზრდებს სთავაზობს შესაძლებლობას, თანატოლებთან ერთად მონაწილეობა მიიღონ კალათბურთის უნარ-ჩვევების სესიებში, რომლებიც ჩატარდება Jr. NBA-ს მწვრთნელების, NBA-სა და WNBA-ს ევროპელი ამბასადორების: დინო რადას, იგორ რეკოჩევიჩის, ნიკოლოზ ცქიტიშვილისა და ანასტასია კოსტაკის ხელმძღვანელობით.
გარდა ამისა, კემპი შეეხება ცხოვრებისეულ უნარებს, Jr. NBA-ს ღირებულებებზე დაყრდნობით, ასევე გასართობ აქტივობებს. სესია ახალგაზრდებს შესთავაზებს უნარების განვითარების დავალებებს, რომელთა შესრულების შემდეგ პრიზების მოპოვება შეეძლებათ. კემპის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ კითხვები დაუსვან NBA-სა და WNBA-ს ყოფილ პროფესიონალ მოთამაშეებს.
სესიებზე მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ OWQLO აპლიკაციაზე დარეგისტრირებაა საჭირო. აღნიშნული აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Apple-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის.
რეგისტრაციის გასავლელად გადმოტვირთეთ აპლიკაცია OWQLO და მიჰყევით ინსტრუქციას:
Apple – https://apps.apple.com/us/app/owqlo/id1441823663
Android – https://play.google.com/store/apps/details?id=com.owqlo.app&hl=en_GB