Jr. NBA-ს მორიგი ონლაინ სამწვრთნელო სესია 13 თებერვალს ჩატარდება

Jr. NBA-ს მორიგი ონლაინ სამწვრთნელო სესია 13 თებერვალს ჩატარდება

Jr. NBA-ს ონლაინ სამწვრთნელო პროგრამა ამ სეზონში კიდევ უფრო საინტერესო სესიებით ბრუნდება. მომდევნო სესიები მოიცავს სავარჯიშოებს, სასწავლო ვიდეოებს და კლინიკებს მწვრთნელებისა და მოთამაშეებისთვის ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში. დაინტერესებული პირებისათვის შემოთავაზებული იქნება 12 ვირტუალური სამწვრთნელო კლინიკა თებერვლიდან სექტემბრამდე. 

კვირას, 13 თებერვალს, თბილისის დროით 20:00 საათზე პირველ კლინიკას გაუძღვება რაიან სანდერსი, რომელიც ბოლო დროს მინესოტა ტიმბერვულვზის მთავარი მწვრთნელის პოზიციას იკავებდა. ონლაინ-კლინიკის ბოლო ნაწილი წარიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს უშუალო ინტერაქცია ჰქონდეთ გამორჩეულ მწვრთნელთან.

შეგახსენებთ, Jr. NBA სამწვრთნელო – ონლაინ კლინიკა არის უფასო საერთაშორისო პროგრამა. სესიებზე მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ OWQLO აპლიკაციაზე დარეგისტრირებაა საჭირო. აღნიშნული აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Apple-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის.

რეგისტრაციის გასავლელად გადმოტვირთეთ აპლიკაცია OWQLO და მიჰყევით ინსტრუქციას: 

Apple – https://apps.apple.com/us/app/owqlo/id1441823663

Android – https://play.google.com/store/apps/details?id=com.owqlo.app&hl=en_GB