Jr. NBA-ს ონლაინ სესია დინო რაჯასთან

Jr. NBA-ს ონლაინ სესია დინო რაჯასთან

Jr. NBA-ს ონლაინ კემპის ფარგლებში გაიმართება ახალგაზრდების შეხვედრა NBA-ს ყოფილ მოთამაშესთან და დიდების დარბაზის წევრთან – დინო რაჯასთან OWQLO აპლიკაციის მეშვეობით. სესია კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართება, რაც შესანიშნავი შესაძლებლობაა კალათბურთის ევროპელ ლეგენდასთან პირადად გასაუბრების. 

Jr. NBA-ს სესიებზე მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ OWQLO  აპლიკაციაზე დარეგისტრირებაა საჭირო. აღნიშნული აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Apple-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის.

რეგისტრაციის გასავლელად გადმოტვირთეთ აპლიკაცია OWQLO და მიჰყევით ინსტრუქციას: 

Apple – https://apps.apple.com/us/app/owqlo/id1441823663

Android – https://play.google.com/store/apps/details?id=com.owqlo.app&hl=en_GB