Jr. NBA-ს ონლაინ სესია ქართველი კალათბურთელი გოგონებისთვის

Jr. NBA-ს ონლაინ სესია ქართველი კალათბურთელი გოგონებისთვის

Jr. NBA-ს პროგრამის ფარგლებში – “Her Time To Play Day” საქართველოს გოგონათა 18 და 16-წლამდელთა ნაკრები გუნდების წევრები ქალთა ნაციონალური კალათბურთის ასოციაციის – WNBA-ს ყოფილ მოთამაშეს, ჩემპიონსა და არაერთი „ოლ სტარის“ მონაწილეს, ტიშა პენიჩეიროს შეხვდებიან.

სესია 31 მარტს, 16:00 საათზე, ზუმის მეშვეობით,  კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება. WNBA-ს კეთილი ნების ელჩი და ყოფილი პორტუგალიელი მოთამაშე ქართველ კალათბურთელ გოგონებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს და მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო თემებზე ისაუბრებს.

Jr. NBA-ს აღნიშნულ სესიაზე მონაწილეობის მიღება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. ამისთვის მხოლოდ OWQLO აპლიკაციაზე დარეგისტრირებაა საჭირო, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც Apple-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის.

რეგისტრაციის გასავლელად გადმოტვირთეთ აპლიკაცია OWQLO და მიჰყევით ინსტრუქციას: 

Apple – https://apps.apple.com/us/app/owqlo/id1441823663

Android – https://play.google.com/store/apps/details?id=com.owqlo.app&hl=en_GB