Junior NBA-GBF-ის “ბ” ლიგაში ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ

Junior NBA-GBF-ის “ბ” ლიგაში ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ

ჯუნიორ NBA-GBF-ის “ბ” ლიგაში ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ. დღეს, ოლიმპიურ სასახლეში 4 მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა, რომელთაგან 3 ძალიან დაძაბული გამოდგა. ოვერტაიმში გაირკვა 2 მატჩის ბედი: “აკადმეიამ” 17:17 დასრულებული ძირითადი დროის შემდეგ 18:17 მოუგო “იბერი 2”-ს, ხოლო “ზაზა 4”-მა 18:18 ფრის შემდეგ 19:18 სძლია “ორბს”. ორივე შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და გამარჯვებამ დიდი სიხარული მოუტანა “აკადემიასა” და “ზაზას”.

ძალიან დაძაბული გამოდგა, თუმცა ოვერტაიმამდე საქმე არ მისულა “ბასტიონი 1”-ისა და “ზაზა 2”-ის მატჩში. გოგონების გუნდმა “ბასტიონმა” 20:16 დაამარცხა ზაზას აკადემიის მეორე გუნდი და ნახევარფინალში გავიდა. ერთადერთი მატჩი, რომელშიც ბრძოლა არ შედგა, “ლეგიონი” – “ჰიუნდაი 2” გახლდათ. ლეგიენელებმა წაუგებელი სერია წარმატებით გააგრძელეს და ჰიუნდაელთა 13 ქულით ძლევით ნახევარფინალში გავიდნენ.

ნახევარფინალები 29 ივნისს გაიმართება. ლეგიონი ზაზა 4-ს შეხვდება, ხოლო ბასტიონი აკადემია 2-ს დაუპირისპირდება.