საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

Junior NBA-GBF ლიგის თელავის დივიზიონის მატჩები დასრულდა

Junior NBA-GBF ლიგის თელავის დივიზიონის მატჩები დასრულდა

დასრულდა ჯუნიორ NBA-GBF ლიგის სამხრეთ-დასავლეთის დივიზიონი, რომელსაც თელავმა უმასპინძლა. დივიზიონი დაუმარცხებლად მოიგო თელავის პირველმა გუნდმა, რომელიც ტურნირზე “ნიუ ორლეან პელიკანსის” სახელით გამოდის. მეორე ადგილი ერგო საგარეჯოს “ჰიუსტონ როკეტს”. ამ გუნდებმა პლეი ოფში თამაშის გარანტია მიიღეს, ხოლო მესამე ადგილზე გასული ლაგოდეხის “დალას მავერიკსს” პლეი ოფში მოხვედრის შანსი კიდევ აქვს.

გათამაშების ფორმატი ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ანალოგიურია და თითო კონფერენციიდან, რომელიც თავის მხრივ 3 დივიზიონისგან შედგება, პლეი ოფში 8-8 საუკეთესო გადის. შესაბამისად აღმოსავლეთ კონფერენციაში, რომელშიც თელავთან ერთად თბილისისა და რუსთავის დივიზიონებია თავმოყრილი, უნდა გამოვლინდეს 8 საუკეთესო გუნდი. ანუ პლეი ოფში თითო დივიზიონიდან 2-2 საუკეთესო გავა, რომელთაც 3 დივიზიონის 2 საუკეთესო მესამეადგილოსანი დაემატება. თბილისისა და რუსთავის დივიზიონები მიმდინარეობს და 21 ივნისს დასრულდება. 

სრული სატურნირო მდგომარეობა იხილეთ Junior NBA-GBF ლიგის
ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://jrnbaleague.ge/?page_id=1320