საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პარტნიორი Junior NBA განაგრძობს სამსაჯო სემინარების ონლაინ-პროგრამას. NBA-ს მორიგი სპეციალისტი, რომელიც მსურველებისთვის ონლაინ-სემინარებს ჩაატარებს ჯო კროუფორდი იქნება და იგი „მკვდარი ბურთის“ განსაზღვრაზე ისაუბრებს.
ჯო კროუფორდი NBA-ის უკვე 39 წელია რეფერია, მას 2556 რეგულარი სეზონისა და 374 პლეიოფის მატში აქვს ნამსაჯი, მათ შორის 50 ფინალი. იგი მუშაობდა 1969, 1992 და 2000 წლების NBA-ის ALL-Star-ის თამაშებზე, ამასთანავე სჯიდა 1993 წლის მაკდონალდსის ჩემპიონატს გერმანიაში.
ონლაინ-სემინარი 20 ივლისს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. მასზე დასწრება შეეძლება ნებისმიერ მსურველს, რომელიც სარგებლობს აპლიკაცია OWQLO-თი. თუ ჯერ არ ხართ აღნიშნული აპლიკაციის მომხმარებელი…
რეგისტრაციის გასავლელად გადმოტვირთეთ OWQLO და მიჰყევით ინსტრუქციას:
Apple – https://apps.apple.com/us/app/owqlo/id1441823663
Android – https://play.google.com/store/apps/details?id=com.owqlo.app&hl=en_GB