ჯუნიორ ნბა-ს წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო

ჯუნიორ ნბა-ს წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო

ჯუნიორ ნბა-ს 2025 წლის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ტურნირი ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მიერაა ორგანიზებული, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ადგილობრივ კალათბურთის ფედერაციებთან თანამშრომლობით ხორციელდება.

ტურნირში 10-12 წლის მოზარდები მონაწილეობენ და წლეულს ჯუნიორ ნბა-ში 2013, 2014 და 2015 წელს დაბადებულებს უწევთ თამაში. ტურნირში მონაწილეობის მსურველთა ჭარბი რაოდენობიდან გამომდინარე, თავდაპირველად საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართება, რომელიც 2-3 ივნისს დაიწყება. მონაწილეობის მსურველმა საკალათბურთო სკოლებმა ელექტრონულ ფოსტაზე უნდა გამოაგზავნონ, თუ რამდენ გუნდს და ჯუნიორ ნბა-ს რომელ ლიგაში ათამაშებენ.

რეგისტრაცია დაწყებულია და გაგრძელდება 28 მაისის ჩათვლით.

რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ: geosuperleague@gbf.ge