კადეტებმა იტალიასთანაც წააგეს

თორნიკე შენგელია კვლავ საუკეთესო იყო
მეორე მატჩიც დათმო ბერძნულ კრეტაზე მიმდინარე კადეტთა ევროპის ცემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა. მიხეილ კობეშავიძისა და გია კაზანჯიანის ნაკრები ესპანეთთან წაგების მერე იტალიასთანაც დამარცხდა. ჩვენებმა შეხვედრა 56:88 დათმეს.საქართველოს ნაკრებში პირველი მატჩის დარად, ყველაზე შედეგიანი ამჯერადაც თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც თამაშიდან 15-ში 7 სროლა შეასრულა ზუსტად. საქართველოს ნაკრებმა შეტევაში ბურთი 23-ჯერ (!) მოხსნა, თუმცა კობეშავიძის გუნდი ძალიან ცუდად ასრულებდა “ცოცხალ” სროლებს და ეს უპირატესობა საბოლოო ანგარიშში ვერ ასახა. საქართველო – იტალია 56:8817:30, 9:9, 11:27, 19:22საქართველო: შენგელია (17 ქ. 6 მ. 3 პ. 1 ჩ), ელანიძე (12 ქ. 4 მ), თავართქილაძე (8 ქ. 2 ჩ. 2 დ. 1 პ), ჩიკვილაძე (6 ქ. 6 მ. 4 ჩ), დვალიშვილი (4 ქ. 6 მ. 2 ჩ. 1 პ), ბაქრაძე (4 ქ), იოსელიანი (3 ქ. 5 მ. 1 პ. 1 ჩ), ჭოხონელიძე (2 ქ. 1 მ), სულაბერიძე, მაღლაკელიძე,  ბოქოლიშვილი.
სლოვენია – ესპანეთი 72:81 ო.ტ.19:17, 18:23, 12:14, 16:11, 7:16
სატურნირო მდგომარეობა1. იტალია 2:02. ესპანეთი 2:03. სლოვენია 0:24. საქართველო 0:2
დღეს21:00. ესპანეთი – იტალია23:15. საქართველო – სლოვენია