კადეტებმა უკრაინასთან მხოლოდ დამატებით დროში წააგეს

თურქეთის ქალაქ საქარიაში დაიწყო კადეტთა დიდი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც იღებს.
პირველ სათამაშო დღეს, საქართველოს ნაკრები A ჯფუფში, იტალიის ძალიან ძლიერ გუნდს შეხვდა და სამწუხაროდ, დიდი სხვაობით 129:61 დამარცხდა.

იტალია – საქართველო 129:6135:11, 32:19, 36:16, 26:15
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 16 ქულით მერაბ ბოქოლიშვილი გამოირჩა, რომელმაც 12 საშუალო სროლიდან 5 გამოიყენა. ძალიან ცუდად ითამაშა გიორგი ტეტელაშვილმა, რომელმაც 11 შეცდომა დაუშვა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
უკრაინა – საქართველო 86:79 დ.დ.20:11, 13:17, 20:24, 20:21, 13:6
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
მეორე სათამაშო დღეს გელა წულაძის ნაკრები უკრაინელ თანატოლებს დაუპირისპირდა და საკმაოდ დაძაბული ორთაბრძოლა ოდენ დამატებით დროში დათმო.
საქართველოს ნაკრების ყველაზე მეტ ი ქულა მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა, მერაბ ბოქოლიშვილმა დააგროვა, ხოლო უკრაინის ნაკრებში კი ყველაზე შედეგიანები იყვნენ ალექსანდრ პროკოპენკო (18 ქულა) და დმიტრი მარჩენკო (17), რომელმაც ასევე 19 მოხსნა გააკეთა.