კადეტთა ნაკრები ესპანეთის საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრება

საქართველოს კადეტთა (16-წლამდელთა) ნაკრები ხუთშაბათს, გამთენიისას მიემგზავრება ესპანეთში, სადაც 5-9 დეკემბერს მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ისკარის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში.
 
A ჯგუფი
ესპანეთი
იტალია
პოლონეთი
სლოვენია
B
B ჯგუფი
ესპანეთი (მეორე ნაკრები)
ხორვატია
საქართველო
თურქეთი
 

 
საქართველოს ნაკრების კალენდარი:
5 დეკემბერი
საქართველო – თურქეთი
6 დეკემბერი
ხორვატია _ საქართველო
7 დეკემბერი
ესპანეთი _ საქართველო
 

 

 
ჯგუფებში პარალელურ ადგილებზე გასული გუნდები ერთმანეთს 9 დეკემბერს ტურნირის ბოლო მატჩში შეხვდებიან. პირველობისთვის ჯგუფის გამარჯვებულები იბრძოლებენ, ხოლო მესამე ადგილისთვის ჯგუფის მეორეადგილოსნები შეერკინებიან. შესაბამისად, მესამე მესამეს შეხვდება, მეოთხე კი მეოთხეს.
დღეს 16–წლამდელთა ნაკრებმა „აკადემიის“ დარბაზში გამგზავრებამდე ერთ–ერთი ბოლო ვარჯიში ჩაატარა, რისი დასრულების შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა პრესისთვის განაცხადა:
– ბოლო ერთი კვირაა, ყოველდღიურად ვემზადებით, მანამდე კი, სეზონის განმავლობაში კვირაში ორჯერ ვვარჯიშობდით. ეს იქნება პირველი სერიოზული გამოცდა ამ ასაკის მოთამაშეებისთვის. მართალია, რამდენიმე ამათგანი შარშან თურქეთში იმყოფებოდა და რამდენიმე ამხანაგური შეხვედრაც ჩაატარა, მაგრამ ესპანეთში სულ სხვა დონის ტურნირია, თანაც კადეტთა ნაკრებმა სრული ფორმირება გამიცადა და ახლა უნდა გამოჩნდეს ამ გუნდის დადებითი და უარყოფითი მხარეები.
– ესპანეთში საიმისოდ მივდივართ, რომ ზაფხულში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის მოვემზადოთ. ამიტომაც ამ ეტაპზე შედეგს ნაკლები ყურადღება ექცევა. ესპანეთში ჩვენ და სლოვენიის გარდა ყველა A დივიზიონის ნაკრებია და კარგი იქნება ძლიერებთან მომზადება. აქედანვე გვეცოდინება, რომ ევროპის ჩემპიონატზე ამაზე ძლიერი გუნდები თითქმის არ
შეგვხვდებიან.
 
 

ოთარ ფხაკაძე   
უკანახაზელიგიორგი ამირხანაშვილი               
ფორვარდილერი კვანტალიანი
ფორვარდიბექა ნადირაძე
ცენტრიირაკლი მიქელაძე
უკანახაზელიბექა ბურჯანაძე
ფორვარდ–ცენტრილევან ლოლიშვილი
ფორვარდიბექა ღუდუშაური
უკანახაზელიგელა გულმაგარაშვილი
ფორვარდიგიორგი ორმოცაძე
ფორვარდიდავით გაფრინდაშვილი
უკანახაზელიგეგი მესხი 
ფორვარდ–ცენტრიaლექსანდრე ჩოჩია
ფორვარდიარჩილ ფეიქრიშვილი
ფორვარდიმთავარი მწვრთნელი:
გია კაზანჯიანიმწვრთნელი:
არჩილ ჟღენტინაკრების ტექნიკური დირექტორი:
გელა წულაძეექიმი:
თემურ ხვედელიძე