კადეტთა ნაკრები თურქეთში მიემგზავრება

16-24 თებერვალს, თურქეთის ქალაქ საქარიაში დაიწყება საერთაშორისო ტურნირი კადეტთა შორის, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ნაკრებიც.
საქართველოს ნაკრები A ჯგუფში იტალიელ, რუს, სლოვენიელ, თურქ და უკრაინელ თანატოლებს შეხვდება, ხოლო B ჯგუფში კი მოხვდნენ ბულგარეთი, ხორვატია, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი და პოლონეთი. ჯგუფებში პირველ ოთხ აადგილზე გასული გუნდები შემდეგ ეტაპზე გავლენ, ხოლო მეხუთე და მეექვსე ადგილებზე გასულები კი სანუგეშო ფლეი ოფში მიირებენ მონაწილეობას.
საქართველოს ნაკრების განრიგი:
16.02. იტალია – საქართველო (16:30)
17.02. უკრაინა – საქართველო (18:45)
18.02. საქართველო – რუსეთი (16:30).
19.02. საქართველო – თურქეთი (21:00).
20.02. საქართველო – სლოვენია (18:45).

მითითებულია თბილისის დრო.
საქართველოს კადეტთა ნაკრების შემადგენლობა:
უკანა ხაზი: დავით გურაბანიძე (მართვე I, 175 სმ), გიორგი ტეტელაშვილი (მართვე II, 185), ირაკლი ჩერქეზიშვილი (მართვე I, 175), დუდა სანაძე (მართვე I, 195), შალვა კაკაურიძე (დინამო, 188).
ფორვარდები: მერაბ ბოქოლიშვილი (აკადემია, 194), ნოდარ თენიეშვილი (ბათუმი, 195), ნიკოლოზ მაღრაძე (მართვე I, 196), გიგა მეხვრიშვილი (კოლხა, 195), სერგი მელაძე (მართვე II, 194), ლევან ელიაძე (ბათუმი, 196).
ცენტრები: გოგა ჯავახიშვილი (აკადემია, 199), ირაკლი ალხანაიძე (დინამო, 199), ნოდარ შარაბიძე (თსუ, 199).
მთავარი მწვრთნელი: გელა წულაძე.
ასისტენტები: გოგა ტეტელაშვილი, გია კაზანჯიანი.
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის კალათბურთის ფედერაციის მთავარ პარტნიორს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სახელმწიფო დეპარტამენტსა და კადეტთა ნაკრების სპონსორს, ბიზნეს-ჯგუფის “ვალენსიას” გენერალურ დირექტორს, ზურაბ აგლაძეს.