კადეტთა შემადგენლობა ცნობილია

2 დღეში საქართველოს კადეტთა ნაკრები პორტუგალიაში, ევროპის ჩემპიონატზე (B დივიზიონი) სათამაშოდ გაემგზავრება. გია კაზანჯიანის გუნდის მეტოქეები პირველ ჯგუფურ ეტაპზე იქნებიან ირლანდიის, ინგლისის, ფინეთისა და დანიის ნაკრებები არიან. პორტუგალიაში შეყრილი 19 ნაკრები იმ 2 საგზურისთვის იბრძოლებს, რომლის მომპოვებელიც მომავალ წელს A დივიზიონში ითამაშებს. ელიტაში ის 2 გუნდი აინაცვლებს, რომელიც ფინალში გავა.
გია კაზანჯიანმა ის 12 კალათბურთელი დაასახელა, რომლებსაც პორტუგალიაში წაიყვალს. აი, ისინიც:
 
უკანახაზელები: ოთარ ფხაკაძე (51-ე სკოლა), ირაკლი მიქელაძე (ბათუმი), ბექა ღუდუშაური (მართვე I), რეზო როგავა (მართვე IV), ნიკა რამიშვილი (ბათუმი)
ფორვარდები: ლევან ლოლიშვილი (მართვე IV), გეგა მესხი (მართვე IV), ლერი კვანტალიანი (აკადემია), გელა გულმაგარაშვილი (მართვე I)
ცენტრები: გიორგი ღვალაძე (აკადემია), ბექა ბურჯანაძე (მართვე I), ბექა ნადირაძე (აკადემია)
მთავარი მწვრთნელი: გია კაზანჯიანი
მწვრთნელის ასისტენტი: არჩილ ჟღენტი
ექიმი: დავით ხარაბაძე
 
კადეტთა ნაკრები 15 ივნისიდან საკალათბურთო აკადემიის დარბაზში ვარჯიშობს. კაზანჯიანმა შეკრებაზე თავიდან 20 კალათბურთელს უხმო, რომელთაგან საბოლოოდ ზემოთ ჩამოთვლილი 12 საუკეთესო შეარჩია. კაზანჯიანმა ნაკრების წევრობის კანდიდატები ჯერ ესპანეთსა და თურქეთის საერთაშორისო ტურნირებში ათამაშა. შემდეგ კი A დივიზიონში მოასპარეზე უკრაინელ თანატოლებთან კიევში სამი სპარინგ–მატჩი ჩაატარა. მართალია, კადეტებმა ესპანეთსა და თურქეთში ყველა შეხვედრა წააგეს, მაგრამ უკრაინაში კარგად ითამაშეს და ამ ქვეყნის თანატოლებს 3-დან ორი შეხვედრა მოუგეს.
 
საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატის პირველ ჯგუფურ ეტაპზე:
 
6 აგვისტო
საქართველო – ირლანდია
7 აგვისტო
საქართველო – ინგლისი
8 აგვისტო
საქართველო – დანია
10 აგვისტო
საქართველო – ფინეთი