8 იანვრის ბოლო მატჩში “კაკტუსმა” “რუსთავს” უმასპინძლა. რუსთაველებმა წინა მატჩში შინ ერთ-ერთი ლიდერი “ქუთაისი” დაამარცხეს და თბილისშიც, ცხადია, მოსაგებად ჩამოვიდნენ, თუმცა არჩილ ჭღენტის გაწვრთნილმა “კაკტუსმა” ქვემოქართლელებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
შეხვედრა მწირექულიანი გამოდგა, რაც ერთის მხრივ, კარგი დაცვითი თამაშის, ხოლო მეორეს მხრივ, შეცდომების ბრალი იყო. ამერიკელი ლეგიონერის, ტერიკ ბრიჯმენის შემატების შემდეგ “კაკტუსი” გვარიანად გაძლიერდა და ბოლოდროინდელი მოგებების შემდეგ, ცხრილში დაწინაურდა. დღეს მოგებული შეხვედრის შემდეგ კაკტუსელებმა 7 მოგება და ამდენივე წაგება დააგროვეს და ლიდერებს მიუახლოვდნენ.
რამაზ გოგობერიშვილის გაწვრთნილი “რუსთავი” სულ მდევრის როლში იყო. მესამე პერიოდში კაკტუსელთა ლიდერობა 10 ქულას ასცდა, ხოლო მეოთხე მეოთხედის დასაწყისში 9 ქულამდე შემცირდა. მედგარი დაცვის ხარჯზე ქვემოქართლელებმა მოახერხეს ჩამორჩენის 2 ქულამდე შემცირება. ანგარიში 59:57 იყო და დასრულებამდე 2 წუთი რჩებოდა, თუმცა “კაკტუსის” მოთამაშეებმა ბოლომდე იბრძოლეს და გამარჯვებამდე მივიდნენ. “რუსთავს” ბოლო წამებზე შეეძლო თამაშის ოვერტაიმში გადაყვანა, თუმცა ვერც ტაირელ ნელსონმა და ვერც ადამ ბლეიზეკმა სამქულიანი ვერ ჩააგდეს და 64:61 – თბილისილთა სასარგებლოდ დასრულდა.
“კაკტუსში” საუკეთესო იყო ტერიკ ბრიჯმენი, რომელმაც 15 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. 15 ქულა მოინაგრა დეანდრე პარკსმაც. 10 ქულა და 10 მოხსნა გიორგი ტურძილაძის ანგარიშზე დაგროვდა. რუსთაველთაგან 24 ქულითა და 14 მოხსნით ტაირელ ნელსონი გამოირჩა. 14 ქულა ადამ ბლეიზეკმა მოინაგრა, ხოლო პოლ კუპერმა პირად ანგარიშზე ორმაგი დუბლი – 10 ქულა და 17 მოხსნა ჩაიწერა.
კაკტუსი – რუსთავი
სტატისტიკა: 64:61
მატჩისშემდგომი კომენტარები
არჩილ ჟღენტი, “კაკტუსის” მთავარი მწვრთნელი:
“რუსთავი კარგი გუნდია. ვემზადებოდით ამ თამაშისთის. დაცვაში ვითამაშეთ უპირველესად კარგად და ამან განაპირობა ჩვენი წარმატება. შეცდომები გვქონდა შეტევაში და ვეცდებით, სამომავლოდ ეს კომპონენტი გამოვასწოროთ”.
რამაზ გოგობერიშვილი – „რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი:
„დაცვაში ნორმალურად ვითამაშეთ, მაგრამ შეტევა ძალიან ცუდი გვქონდა, სროლები არ წაგვივიდა და შესაბამისად, წავაგეთ.“