კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები საქართველო – რუმინეთის მატჩს დაესწრო და სარაგბო თემის გამარჯვება გაიზიარა

კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები საქართველო – რუმინეთის მატჩს დაესწრო და სარაგბო თემის გამარჯვება გაიზიარა

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია და ეროვნული ნაკრების კალათბურთელები ულოცავენ ქართველ მორაგბეებს ევროპის ერთა თასის მოგებას. ეროვნული ნაკრების კალათბურთელები “დინამო არენაზე” გამართულ საქართველო – რუმინეთის მატჩს დაესწრნენ და ქართველ მორაგბეებს სავსე ტრიბუნებთან ერთად უქომაგეს. კალათბურთელებმა სტადიონიდან გამარჯვების აღსანიშნავ ეგრედ წოდებულ მესამე ტაიმზეც გადაინაცვლეს და ქართული რაგბის მორიგი წარმატება სარაგბო თემთან ერთად გაიზიარეს.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ერთა თასთან ერთად მოიგო “ანთიმოზ ივერიელის” თასი, რომელიც ჩვენსა და რუმინეთს შორის ყოველწლიურად თამაშდება. ამასთან ერთად, საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა 2019 წლის მსოფლიო თასის საგზურიც.

კალათბურთელები წარმატებას უსურვებენ ჩვენს მორაგბეებს მომავალ, მეტად პრინციპულ მატჩებში: წინ, ერთ მუშტად, საქართველოს სადიდებლად!

              რეზი ყენიას ფოტოები