კალათბურთელთა ნაკრები “ოქროს პერგამენტის” მფლობელია

კალათბურთელთა ნაკრები “ოქროს პერგამენტის” მფლობელია

ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში 2012 წლის ადამიანებისა და კომპანიების დაჯილდოვება მოეწყო. გამოკითხვა „ოქროს პერგამენტი“ ახალი ამბების სააგენტო GHN-ის დაკვეთით საკონსულტაციო ჯგუფმა GCG-იმ მოაწყო.
 
მთლიანობაში დაჯილდოვდა 10 ლაურეატი. სპორტულ სფეროში „ოქროს პერგამენტის“ მფლობელი საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები გახდა. აღსანიშნავია, რომ კალათბურთის ფედერაცია და ნაკრები აღნიშნულ გამოკითხვაში ბოლო წლებია, სისტემატიურად იღებენ „ოქროს პერგამენტს“.